ტერაქტი დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც. პრესმდივნის, მარკ ტონერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვაშინგტონმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ოჯახებს.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა მწუხარება Twitter-ის საშუალებით გამოთქვა და დაადასტურა, რომ მომხდარის გამო მასსა და პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავითოღლუს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელმა კი ფედერალური მთავრობის სახელით მომხდარი დაგმო და თურქ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, გუშინ თურქეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ბოლო მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 28-ს აღწევს. საავადმყოფოში კი 61 დაშავებულია გადაყვანილი.
ამ დრომდე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია
მასალის გამოყენების პირობები






