„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საკოორდინაციო საბჭოს ულტიმატუმს უყენებს. მისი თქმით, მათ უნდა გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანსპორტზე შეზღუდვას რუსთაველზე ხალხთან ერთად გააპროტესტებენ.
„ხვალ იკრიბება საკოორდინაციო საბჭო, კატეგორიულად მოვითხოვ და ულტიმატუმს ვუყენებ, გააუქმონ ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა ყველგან. ნუ გამოკეტეთ ხალხი ბინებში და ნუ შეყარეთ პატარა ავტომობილებში, სადაც კოვიდის გავრცელებისათვის ყველა ხელსაყრელი პირობაა. ჯერ არავის გაუგია ავტობუსში და ვაგონში გადადებული კოვიდი. მოვუწოდებ ყველა კომპანიას, გახდნენ თანამოსარჩლეები საქალაქო სასამართლოში შეტანილი ჩვენი სარჩელისა ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით. თუ ეს ულტიმატუმი არ შესრულდება, საქალაქო ტრანსპორტი თუ არ გაიხსნება, რუსთაველზე უნდა დაუძახოთ ხალხს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები