"ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი სასულიერო პირის მხრიდან ჟურნალისტის გინებაში პრობლემას ვერ ხედავს.
როგორც მან თქვა, “ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველა კითხვის დასმა შეუძლია”, ამასთან, მისი თქმით, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არც სასულიერო პირებს აქვთ და კონკრეტული შემთხვევების განზოგადების საფუძველიც არ არსებობს.
მაჭარაშვილმა ფორმულას ჟურნალისტზე ბერის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:
“ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა ფუნქციები გააჩნია ჟურნალისტს. ჟურნალისტი არ არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი, არ არის ის პირი, რომელსაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა. ეკლესიის წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველა კითხვაზე სცემენ პასუხს, არ მგონია, რომ რომელიმე ეპისკოპოსს ან სასულიერო პირს პრობლემა ჰქონდეს, ამიტომ ის, რომ რომელიღაც სასულიერო პირმა რომელიღაც მონასტერში ჟურნალისტისთვის მიუღებელი კითხვები თქვა, არ მგონია იმის საფუძველი იყოს, რომ ჩენ ვისაუბროთ პრობლემაზე სასულიერო პირებს და ჟურნალისტებს შორის“. – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.
მასალის გამოყენების პირობები