“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
სოც.მედია - 16:59, 30 Aug, 2021     7892

გარდაცვლილი 36 წლის ფიტნეს-ინსტრუქტორის, ირაკლი მესტიაშვილის და, მარიამ მესტიშვილი სოციალურ ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს.

მისივე თქმით, უამრავი ადამიანი ცდილობს მისი ძმის გარდაცვალება „გამოიყენოს თავისთვის და გაავრცელოს საკუთარი სამარცხვინო აზრები“.

„გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი, ყველაზე მზრუნველი და საყვარელი ძამიკო (მამის ფიგურა ჩემს ცხოვრებაში) – ირაკლი მესტიაშვილი.

ყველას მადლობას გიხდით გვერდში დგომისა და ყურადღებისთვის და ძალიან ვაფასებ თქვენს თითოეულ თბილ სიტყვას.

მაგრამ ამ პოსტის დაწერის მთავარი მიზეზი ქართველი ბრბო გახლავთ. სოციალური მედიის მეშვეობით უამრავი ადამიანი ცდილობს ჩემი ძმის გარდაცვალება გამოიყენოს თავისთვის და გაავრცელოს საკუთარი სამარცხვინო აზრები. ანტივაქსერი საზოგადოება (თუ შეიძლება საერთოდ მათზე ასე საუბარი) გაუჩერებლად აწკაპუნებს კლავიატურაზე რათა ჩვენი ცხოვრების ეს უმძიმესი ტრაგედია დაუკავშიროს ვაქცინას და განაგრძოს ეს სამარცხვინო პროპაგანდა.

აქვე არის ბრბოს კიდევ ერთი ნაწილი ვინც ირაკლიზე წერს რომ იყი ნაბახუსევი ან თუნდაც არაფხიზელ მდგომარეობაში. ირაკლი ჩემზე და ნებისმიერი ოჯახის წევრზე ბევრად ჯანსაღი ცხოვრები წესით ცხოვრობდა და ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!

ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ამ კომენტარების არსებობა დედაჩვენის ყურებამდე მივიდა. ქალი რომელსაც სახლში ულამაზესი შვილის ცივი სხეული უწვენია და ხელსაც კი ვერ უშვებს ახლა იმაზეც დარდობს რომ მის საამაყო შვილს ამ უმძიმეს დღეებში ვიღაც უცხო ადამიანები სახელს უტეხავენ!

მოგმართავთ თხოვნით რომ პატივი სცეთ ირაკლის ოჯახსა და მეგობრებს და თუ კეთილი სიტყვის თქმა არ შეგიძლიათ, უბრალოდ არაფერი დაწეროთ.

აიცერით, მეგობრებო და რაც მთავარია თავებს გაუფრთხილდით. რამე თუ შეგაწუხებთ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი და უბრალოდ ერთ კორსიზს ან პარაცეტამოლს არ დაეყრდნოთ, გაითვალისწინეთ ექიმის რჩევები და გამოიყენეთ ამ ცხოვრების თითოეული წუთი.

ჩემი ირაკლი, ჩემი JEDI იყო გამორჩეული ადამიანი და ეს ყველამ იცოდა. სულ ვამბობდით რომ სამ შვილში ყველაზე საყვარელი ეგ იყო და ყოველ წამს მამობას გვიწევდა. დაახლოებით 13 წლის იყო მშენებლობაზე რომ დაიწყო მუშაობა და ჩემი და ზუტას განვითარებას მიჰყო ხელი და არასდროს გაჩერებულა. ჩემ პატარა სანდროს ისეთი მამობა გაუწია როგორ ჩავანაცვლებთ მის ცხოვრებაში თავის ძმაკაც მამიკოს და მათ სიყვარულს ჯერ არ ვიცით.

ერთი რამ რაც დანამდვილებით ვიცით არის ის რომ ბრწყინვალე ბიჭუნა ირაკლი სულ ჩვენს გვერდით იქნება და არასდროს მიგვატოვებს, როგორც ყოველთვის…

პატივი ეცით ჩვენს ვარსკვლავ ბიჭს და ძალიან გთხოვთ, უფრო ნუ უმწარებთ ოჯახს ამ დღეებს. მადლობა,“ – წერს მარიამ მესტიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42