როგორც Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი აცხადებს, შეერთებული შტატების მთავრობამ კომპანიას უპრეცენდენტო ნაბიჯის გადაგმა დაავალა, რომელიც კომპანიის მომხმარებლის დაცულობას საფრთხეს უქმნის.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ბრძანებას, ვინაიდან ეს სამართებლივ ჩარჩოებს სცდება “ - განაცხადა კუკმა.
FBI-ს განცხადებით, ფარუკის ტელეფონში უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ინახება. ხოლო პაროლის ათჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში, ტელეფონი ავტომატურად შლის ყველა მესიჯსა და ინფორმაციას.
გამოძიებამ Apple-ს,თხოვნით მიმართა , რომ მისმა ინჟინრებმა პაროლის შეყვანის ლიმიტი მოხსნან და შეიმუშაონ ისეთი პროგრამა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში, აკრიფავს ყველა შესაძლო კოდს.
ფედერალური ბიუროს ხელმღვანელის ჯეიმს კომის თქმით, ტერორისტი ცოლ-ქმარი ისლამისტების მიმდევრები იყვნენ.
სან-ბერნანდინოს ტერაქტს 2011 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ტერაქტი უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






