დღის რომელ მონაკვეთში გამოქვეყნებულ სტატუსს შეიძლება ჰყავდეს უფრო მეტი მკითხველი
ეს საინტერესოა - 15:28, 16 Feb, 2016     2537

მართალია, ბოლო წლებში სხვადასხვა სოციალირი ქსელი ძალიან პოპულარულია, მაგრამ მათ შორის „ფეისბუქმა” ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მას, ფაქტობრივად, კონკურენტი აღარ ჰყავს. „ფეისბუქზე” უამრავი ადამიანია დამოკიდებული და ის ცხოვრების წესად ექცათ. დღევანდელ ინტერვიუში, აქცენტს გამოქვეყნებულ სტატუსებზე შევაჩერებთ, რომელსაც მომხმარებელთა ერთი კატეგორია დღეში რამდენჯერმეც კი აქვეყნებს. აქვს თუ არა გამოქვეყნებული სტატუსის შინაარს, მისი ავტორის ბუნებასთან კავშირი, ამის შესახებ ფსიქოლოგ ანა ცინაძისგან შევიტყობთ.

ანა ცინაძე: გამოქვეყნებული სტატუსები, რა თქმა უნდა, კავშირშია მისი ავტორის ბუნებასთან. როგორც კალიგრაფიაა ადამიანისთვის დამახასიათებელი და ტიპური, ასევეა, ამ შემთხვევაშიც. თქვენი მეგობრის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის წაკითხვისას, ავტორსაც რომ არ მიაქციოთ ყურადღება, ისედაც მიხვდებით, ვისი დადებულია ეს „პოსტი.”

– ხშირად ისეთ პირადულ სტატუსებს ვაწყდებით, რომლის საჯაროდ გამოტანა, წესით, ავტორს არც უნდა უნდოდეს. ეს შეიძლება, იყოს ადამიანის შინაგანი კომპლექსი, ან თუნდაც სპეციალურად, სხვის დასანახად დაწერილი, რომ ძალიან კარგად ხარ და ასე შემდეგ.

– რა თქმა უნდა, ეს ასეა. შეიძლება, ადამიანმა იმიტომ დადოს მსგავსი სტატუსი, რომ სხვას მიზანმიმართულად აჩვენოს თუ რა კარგად არის ის, ან პირიქით. ეს ალბათ მაინც ყურადღების მიქცევის სურვილია.

– ვინც დღეში ძალიან ბევრ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, როგორი ადამიანია ის?

– ეს მარტივადაც შეიძლება აიხსნას. ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო.

– დღის რომელ მონაკვეთში გამოქვეყნებულ სტატუსს შეიძლება ჰყავდეს უფრო მეტი მკითხველი?

– დასავლეთში ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, სადილამდე გამოქვეყნებული სტატუსები 65 პროცენტით უფრო მეტად და ხშირად იკითხება, ვიდრე სხვა დანარჩენი. განსაკუთრებით აქტიურია პარასკევი. შაბათ-კვირას კი ინტერესის დაცემა შეიმჩნევა. შაბათ-კვირას მომხმარებლის პასიურობა, ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, ძალიან კარგის ნიშანია. ანუ, ადამიანები ბოლომდე არ არიან გადავარდნილი ვირტუალურ სამყაროში და დასვენების დღეებში სხვა საქმითაც ინტერესდებიან.

– რა განსხვავებაა, ტექსტურ, ფოტო და ვიდეო დართულ პოსტებს შორის?

– ყველაზე პოპულარულია პოსტები თანდართული ფოტოთი ან ვიდეოებით. ამ შემთხვევაში ფოტო 22 პროცენტით პოპულარულია ვიდეოსთან შედარებით, ხოლო 54 პროცენტით უფრო პოპულარული, ვიდრე ტექსტური. გარკვეულ შემთხვევებში, ვიდეოებსაც აქვს უპირატესობა, თუმცა საერთო ჯამში, მაინც ეს მონაცემებია.

– მათზე რას გვეტყვით, ვინც საერთოდ არ წერს სტატუსს?

– ასეთები უფრო დამკვირვებლის როლში არიან. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები ცხოვრებაშიც უფრო მეტად აკვირდებიან მოვლენებს და სიტუაციებს. ინერტული პოზიცია კი აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არიან აქტიურნი. ასეთ ადამიანებს, უბრალოდ, არ უნდათ, რამე დაწერონ და გამოაქვეყნონ.

– გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, შესაძლებელია თუნდაც ზედაპირული ანალიზი გაკეთდეს ადამიანის ფსიქოლოგიაზე?

– რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ პირად და ცოტა ეროტიკული ელფერის ფოტოებს დებენ. ამით ისინი აუდიტორიის ყურადღებას იზიდავენ. არიან ისეთებიც, პატარა, საყვარელი ბავშვების ფოტოების დადებას რომ არჩევენ. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, მათ ბავშვი არ ჰყავთ და ამით ერთგვარად იმის კომპენსაციას ახდენენ, რაც რეალურ ცხოვრებაში აკლიათ. ასევე, არიან ისეთებიც ფლორისა და ფაუნის ლამაზ ფოტოებს რომ ტვირთავენ თავის გვერდზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ამ ადამიანს ესთეტიკური გემოვნება აქვს, ან უბრალოდ, უნდა, ცხოვრებაში მხოლოდ ლამაზი და კარგი დაინახოს. ანდა, ამის პროპაგანდას ახდენენ საზოგადოებაში.

საერთოდ, სოციალურმა ქსელებმა ადამიანებს ის კომპლექსი მოუხსნა, რასაც ისინი რეალურ ცხოვრებაში განიცდიან. ვინც ცხოვრებაში მორცხვი და თავშეკავებულია, ვირტუალურ სამყაროში გაცილებით თამამი ხდება. ეს კი მათ თვითრეალიზაციაში ეხმრება.

წყარო „თბილისელები“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42