მისი თქმით, 2012 წელს რუსმა ენტოლოგებმა შავი ზღვის სანაპიროზე, აფხაზეთში დააფიქსირეს კოღო, რომელიც ამჟამად ვირუსის გადამტანი აღმოჩნდა.
„ძალიან მაღელვებს, რომ სადღაც 100 კილომეტრიდან , სადაც დღეს ეს კოღო ცხოვრობს, ჩვენს საზღვრებთან ძალიან ახლოს არის აშშ-ის არმიის მიკრობიოლოგიური ლაბორატორია“ - განაცხადა ონიშენკომ.
მისი თქმით, „პენტაგონს ბიოლოგიური ბაზა იმისთვის კი არ აუშენებია, რომ ქართველი ბავშვები წითელასგან დაიცვას.“
„ეს კომბინაცია - ამერიკული ლაბორატორიები და კოღო, იძლევა იმის შეშფოთების ვარაუდს, რომ ეპიდემიაში ხელოვნური ჩარევა ხდება. იზრდება ეჭვის საფუძველი იმისა, რომ კოღოების გამიზნული დაინფიცირება ხდება“ - განაცხადა ონიშენკომ.
რუსეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ინფიცირებული რუსეთის მოქალაქე ქალბატონია, რომელიც მოსკოვში დომინიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. ქალბატონი დომიკის რესპუბლიკაში დასასვლენებლად იმყოფებოდა, სავარაუოდოდ, ვირუსითაც იქ დაინფიცირდა. ქალბატონი ჰოსიტალიზირებულია და ამჟამად ინფექციური სტაციონარის ბლოკშია მოთავსებული. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა , მედიკოსების თქმით, მათ ვირუსის რაიმე ნიშნები არ აღენიშნებათ.
მასალის გამოყენების პირობები






