გუშინ ლოს -ანჯელესში „გრემის“ 58-ე დაჯილდოება გაიმართა.
შოუ მომღერალმა ტეილორ სვიფტმა შთამბეჭდავი შოუთი გახსნა და 3 ჯილდოს მოპოვებაც შეძლო - „წლის საუკეთესო მუსიკალური კლიპი“ კენდრიკ ლამართან ერთობლივი კლიპის „Bad Blood“-ისთვის, ასევე მიიღო მთავარი პრიზი „წლის ალბომი“ და „საუკეთესო პოპ-ალბომი“ „1989“-ისთვის. ტეილორ სვიფტი პირველი მომღერალი ქალი გახდა, რომელმაც „გრემი“ წლის ალბომისთვის ზედიზედ ორჯერ მოიგო.
სამადლობელ სიტყვაში ტეილორ სვიფტმა კონკრეტული სახელების დასახელების გარეშე, თუმცა აშკარა მინიშნებით რეპერ კანიე ვესტს უპასუხა.
„მე, როგორც პირველი ქალი , რომელმაც „წლის ალბომის“ კატეგორიაში გამარჯვება ზედიზედ ორჯერ მოახერხა, მინდა მივმართო ყველა ახალგაზრდა ქალს: თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან თქვენს წარმატებას ძირი გამოუთხარონ ან ისარგებლონ ამით. მაგრამ თუკი ფოკუსირდებით თქვენს საქმეზე და არავის მისცემთ უფლებას მოგწყვიტოთ მას, აუცილებლად მიაღწევთ იმას, რისკენაც მიილტვით. და მაშინ, როდესაც ირგვლივ მიმოიხედავთ, ნახავთ, რომ წარმატებას მიაღწიეთ თქვენ თვითონ და იმ ადამიანების დახმარებით, რომლებსაც ნამდვილად უყვარხართ . ეს იქნება საუკეთესო მომენტი თქვენს ცხოვრებაში“ - განაცხადა მომღერალმა.
შეგახსენებთ, რომ 2009 წელს, MTV Awards-ზე, ნომინაციის „წლის მომღერალი ქალი“ მოგების შემდეგ, სცენაზე სკანდალური კანიე უესტი ავიდა და განაცხადა, რომ ჯილდო არა ტეილორს, არამედ ბიონსეს ეკუთვნოდა და მისთვის ჯილდოს წარმთმევას შეეცადა. მას შემდეგ რეპერმა სვიფტს ბოდიში სახალხოდ მოუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






