სტუდიაში მყოფი სტუმრების გარკვეული ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ბავშვი შიმშილით არ გარდაცვლილა და ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მშობლების გულგრილობას.
"ბავშვი რომ დაიბადა ოთხი კილო იყო, ექვსი თვის განმავლობაში მისი განვითარება ნორმალურად მიმდინარეობდა, იგი ბუნებრივ კვებაზე იყო, შემდეგ მშობლებმა ბავშვისთვის მიუღებელი საკვებით გამოკვება დაიწყეს და სწორედ ამიტომ შეიქმნა პრობლემა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გოგიტა აბაშიძის ბაბუა, თურქეთში არის სამუშაოდ წასული, როცა შესაბამისი ორგანოებიდან მას დაუკავშირდნენ და ამცნეს, რომ შვილიშვილი შიმშილის გამო გარდაეცვალა, მან ეს ფაქტი მიუღებლად ჩათვალა. მან განაცხადა, რომ ოჯახს ეხმარება როგორც საკვები პროდუქტით, ასევე ფულადი სახსრებით. ოჯახს, რა თქმა უნდა, აქვს სიღარიბის პრობლემა, მაგრამ არ არის ისეთი სიტუაცია, რომ საქმე საკვების შოვნის შეუძლებლობაზე იყოს", - აღნიშნავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვზე ზრუნვის სამსახურის უფროსმა, ეკა სანებლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






