სოციალური დეპარტამენტის უფროსი: გოგიტა აბაშიძე შიმშილისგან არ გარდაცვლილა!
საზოგადოება - 22:49, 29 Mar, 2013     2430

 


ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა გია კაკაჩიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ვახო სანაიას გადაცემა "ღია ეთერში.

 

ეს განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გარდაცვლილი 1 წლის ჩვილის დედამ განაცხადა, რომ მისი ოჯახი, რომელიც უმწეო მდგომარეობაში იყო, ასეთთა სიაში არ შეიტანეს:

 

"ეს ბავშვი გარდამეცვალა შიმშილით, იმიტომ, რომ არ ჰქონდა ჩემს ოჯახს ისეთი პირობები რომ იგი გამოგვეკვება. არ გვაქვს არანაირი დახმარება და საშუალება,ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახი. როცა სოციალური აგენტი მოდიოდა ჩემს ოჯახში, ხდებოდა შესაბამისი საბუთების შევსება და დეკლარირება, შემდეგ ფიქსირდებოდა, რომ ქულა იყო მაღალი, მაგრამ რატომ ხდებოდა, ასე ვერ ვხვდებით. არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება. ჩემი მეუღლე მუშაობს ფიზიკურად, ხან ბარავს და ხან შეშას ხერხავს, მას არ შეუძლია აქტიური მუშაობა, ამიტომ ჩემს ოჯახს არანაირი შემოსავალი არ აქვს. ბავშვი რომ პოლიკლინიკაში მიიყვანო, ფულადი სახსრებია აუცილებელი, უკანასკნელი კაპიკიც არ მქონდა, ორი შვილიც მშიერი მყავს", - განაცხადა გოგიტა აბაშიძის დედამ.

 

"ფაქტი, რა თქმა უნდა, შემაძრწუნებელია, მე არ შევეცდები ამ სიტუაციის დეტალურად განხილვას, ჩვენი შესაბამისი ჯგუფი ადგილზე იყო ჩასული და გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ ამ ვითარების შესახებ. ერთ კვირაში გაკეთდება ოფიციალური განხადება ამ საქმის შესახებ, დღეისათვის მხოლოდ რამდენიმე მშრალი ფაქტი გვაქვს და ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ეს ბავშვი არ არის შიმშილით გარდაცვლილი", - აღნიშნავს გია კაკაჩია.

 

მისივე თქმით არსებობდა გარკვეული დახმარებები, რომელსაც ოჯახი იღებდა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ოჯახს სტაბილური შემოსავალი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, კაკაჩია აღნშნავს, რომ ბავშვის შიმშლით გარდაცვალების ფაქტი ეჭვქვეშაა და ჩნდება გარკვეული კითხვები:

 

"იყო გარკვეული დახმარებები ამ ოჯახის მიმართ, მაგრამ კარგი იქნება რომ დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებასა და დასკვნას.როგორც დღეს ფაქტები მეტყველებს, ამ ოჯახში რამდენჯერმე იმყოფებოდა სოციალური აგენტი და დაუფიქსირდათ მაღალი ქულა, ასევე არსებობს მშრალი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ოჯახს გააჩნდა გარკვეული შემოსავალი და არგუმენტი იმის შესახებ, რომ მათ უსახსრობის გამო სამედიცინო დაწესებულებას ვერ მიმართეს სრულებით გაუგებარია.

 

გვაქვს ინფორმაცია იმაზეც, რომ სოფლის ექიმი მშობლებს ბავშვებისთვის აცრების გასაკეთებლად წაყვანასაც სთხოვდა, მაგრამ ოჯახი ამ თხოვნაზე არ რეაგირებდა. ეს ფაქტები რომ გავაანალიზოთ, საკმაოდ მძიმე სიტუაციას ვიღებთ. ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ინფორმაციის არარსებობის პრობლემა და მეორე მხრივ, შესაძლოა იყოს ის პრობლემა, რომ მშობლებმა დროულად არ მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. ჩვენ აქ ვაწყდებით კომპლექსურ პრობლემებს.

 

ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საზოგადოებას, ასევე ადგილობრივ ორგანოებსა და ოჯახსაც. მიუხედავად ამისა, ერთი ფაქტის დადასტურება შეიძლება, ეს ბავშვი შიმშილით არ არის დაღუპული", - განაცხადა კაკაჩიამ.

 

გარდაცვლილი ბავშის დედა კი სახელმწიფოს აკისრებს: "მე პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს, კარგად იცოდნენ, თუ რა მდგომარეობაშო იყო ჩემი ოჯახი, მაგრამ ყურადღება არავინ არ მოგვაქცია", - აღნიშნავს ქალბატონი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42