გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით ევროკავშირი იმდენად მიამიტი არაა, რომ ბელორუსის ერთ დღეში შეცვლის სჯეროდეს, თუმცა ბელორუსის ქმედებებს დააკვირდებიან:
„ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ჩვენ შეგვიძლია ეს მდგომარეობა განვსაზღვროთ სიტყვებით „ კრიტიკული ურთიერთქმედება“- განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები 2010 წელს შემოიღეს, 2012 წელს კი გააფართოვეს. სანქციები დაკავშირებული იყო ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევასთან. 2015 წლის ოქტომბერში სანქციების მოქმედება ამერიკამაც და ევროპამაც დროებით შეაჩერა. სანქციების შეჩერების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ არჩევნებში ლუკაშეკოს მორიგმა გამარჯვებამ ქვეყანაში ნაკლები ვნებათაღელვა გამოიწვია და წინასაარჩევნოდ ლუკაშენკომ ციხიდან პოლიტპატიმრებიც გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






