მორიგი გამოკვლევისას ექიმებმა პატრიციას ლეიკემია დაუდგინეს. წყვილი სასოწარკვეთამ მოიცვა. ექიმებმა პატრიციას ორსულობის შეწყვეტა შესთავაზეს, რაზეც ქალმა კატეგორიული უარი განაცხადა. პატრიციმ მკურნალობაზე უარი თქვა და შვილის გაჩენა გადაწყვიტა.
ერთ დღესაც მან წაიკითხა, რომ უამრავ დაავადებას ჭიპლარის სისხლი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა, რომელთა შორისაც ლეიკემიაც იყო. პატრიციამ ექიმები სარისკო მკურნლობაზე დაითანხმა.
ორსულობის 31-ე კვირას პატრიციამ გოგონა გააჩინა. პატარა წონის მიუხედავად, ბავშვი გადარჩა, პატრიცია კი 20 დღის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. პატრიციას ძვლის ტვინი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების მეშვეობით აღდგა.
„მე ჩემი ქალიშვილისთვის სიცოცხლე უნდა მიმეცა, მაგრამ სინამდვილეში ეს მან გადამარჩინა!“ - ამბობს პატრიცია.
მასალის გამოყენების პირობები






