შოშიაშვილი აცხადებს, რომ მისი პიროვნების გაშარჟება დანაშაულია.
მისი თქმით, მისი სახელით უკანონო განცხადებების გაკეთების აღკვეთის მოთხოვნის მიზნით, ის უკვე არაერთხელ დაუკავშირდა სამართალდამცველ ორგანოს, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, რეაგირება არ მოჰყოლია.
"სოციალურ ქსელში ჩემი სახელით გვერდია შექმნილი. ორჯერ მივმართე რაიონულ სამამართველოს, მაგრამ პასუხი იყო ასეთი - "არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს", ალბათ სისხლის სამართლის დანაშაული ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ ვიღაცას სისხლი გამოუღოს?! დანაშაულზე მეტია ეს, ათასი ბინძური აზრებია ზედ მიწერილი.
"ფეისბუქის ადმინისტაციას მისწერეს, რომ ეს გვერდი მე არ მეკუთვნოდა, ბოდიში მოიხადეს, მაგრამ რაღა ეშველება აწი ამდენმა კაცმა გაიზიარა და ისევ იყოსო. ან ეს რა პასუხია, როგორ უნდა იყოს. ეჭვიც არ მაქვს ვინმეზე, ვის შეიძლება გაეკეთებინა ან რა მიზნით. ალბათ შინაურია ვიღაც, ჩემი სურათები აქვს თქვენც ხედავთ, ეგ არაფერიო, "კაიფობსო" ხალხიო მითხრეს, როგორი პასუხია ეს?! ვის სიამოვნებს ასეთი რამ?! ეს არის მიზანმიმართულად დაგებული საშინელება, ალბათ ჰგონიათ, რომ მწყობრიდან გამომიყვანენ, და რაღაც სისულელეს გავაკეთებ, მაგრამ ყველანაირი გზით ვეცდები გადავეყარო ამ გვერდის შემქმნელს თუ შამქმნელს და მივხედავ მერე ალბათ,"- განაცხადა ავთანდილ შოშიაშვილმა.
რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ,,ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის" იუმორისტული გვერდი 15 000-მდე მომხმარებლი სმოწონებას იმსახურებს.
მასალის გამოყენების პირობები






