კომპანია "ფრონტერა": მინისტრ კალაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:59, 15 Feb, 2016     2674
კახეთში გაზის მარაგის მოცულობასთან დაკავშირებით კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას კომპანია „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა გამოეხმაურა. როგორც კომპანიის წერილშია აღნიშნული 2016 წლის 5 თებერვლის ინტერვიუში მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს ანგარიშთან და საქართველოში გაზის მარაგთან დაკავშირებით არასწორი განცხადებები გააკეთა, რაც არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებულ სამუშაოებზე. კომპანიის წარმომადგენლები კალაძეს მიუთითებენ, რომ მისი ფრაზა „ისეთ მოცულობებზე იყო საუბარი, რომელიც თურქმენეთსაც არ გააჩნია“, არ შეესაბამება სიმართლეს.

„თქვენ კომენტარი გააკეთეთ ზემოხსენებული ანგარიშში ასახულ იმ დადებით გამოხმაურებაზე, რომელიც ეხებოდა საქართველოში, კახეთის რეგიონში, ფრონტერას მიმდინარე საძიებო სამუშოების შედეგად გამოვლენილი ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი რესურსების შეფასებას. ვინაიდან თქვენ აღჭურვილი ხართ მინისტრის თანამდებობით, რომელიც დიდ საზოგადოებრივი ნდობას განაპირობებს, თქვენი ეს არასწორი განცხადებები უამრავმა საინფორმაციო სააგენტომ და სოციალურმა მედიამ გააშუქა და არაერთგზის გაიმეორა. სწორედ ამიტომ გვსურს, რომ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას გავაცნოთ სწორი ფაქტები საქართველოში ბუნებრივი გაზის მზარდ სექტორში ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ. თურქმენეთის ბუნებრივი გაზის დადასტურებული მარაგები შეადგენს 626 ტრილიონ კუბურ ფუტს (17.5 ტრილიონ კუბურ მეტრს). საწყისი პერსპექტიული რესურსების მოცულობა კი თავისთავად გაცილებით დიდია. თურქმენეთის მთავრობა უფრო მაღალ შეფასებას ასახელებს. ორივე შეფასება ბევრად აღემატება კახეთის რეგიონში ფრონტერას მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად შეფასებულ 187 ტრილიონ კუბურ ფუტ (5.31 ტრილიონ კუბურ მეტრ) საწყის პერსპექტიულ რესურსებს. - აღნიშნულია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42