ენერგო-პრო ჯორჯიამ ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:46, 15 Feb, 2016     1391

სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ტურისტულ რაიონებში ზაფხულის სეზონისთვის მზადება დაიწყო. კომპანია ქობულეთში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარეობს 10 კვ ძაბვის ქსელში და მათი დასრულებისთანავე ქობულეთის ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდება.

რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვლება 1500 მ სიგრძის მიწისქვეშა კაბელი; აღნიშნული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება უამინდობით გამოწვეული დაზიანების ალბათობა და გაუმჯობესდება ქობულეთის ცენტრალური ქუჩების ენერგომომარაგება; შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 5000 აბონენტის ელექტროენერგიის მიწოდება ზაფხულის სეზონე უფრო სტაბილური და ხარისხიანი იქნება. გარდა ამისა, ქობულეთში იგეგმება კიდევ 2 ფიდერის რეაბილიტაცია და ახალი საკაბელო ტრასის გაყვანა, რომელიც ჩაანაცვლებს ჭაობზე გამავალ საჰაერო ხაზს. სამუშაოები მარტში დაიწყება და მნიშვნელოვნად გაზრდის ქსელის უსაფრთხოებას.

ზაფხულისთვის მზადების პროექტის ფარგლებში, ენერგო-პრო ჯორჯია გეგმავს სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარისა და გურიის სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, გონიო-კვარიათის საკურორტო ზონაში მოეწყობა 2 ახალი სატრანსფორმატორო პუნქტი, რომელიც სეზონზე გაზრდილი სიმძლავრეების მოთხოვნას უპასუხებს. ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე მთლიანად იცვლება დაბალი და საშუალო ძაბვის ქსელის კაბელები, მოხდება ათამდე სატრანსფორმატორო პუნქტის რეკონსტრუქცია და ძველი ამორტიზირებული მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლა. რაც შეეხება ურეკსა და გრიგოლეთს, აქ აშენდება ახალი სარეზერვო ფიდერები, რის შედეგაცად აღნიშნულ რაიონებს ალტერნატიული კვების წყარო გაუჩნდებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42