"რუსეთი , სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს პირადად არ უჭერს მხარს, მოსკოვი ინარჩუნებს მეგობრულ კავშირებს სირიასთან, როგორც ქვეყანასთან. სირიაში ბაშარ ასადის გარდა, სხვა ლეგიტიმური ძალა ამ ეტაპზე არ არის. ის არის ამჟამინდელი პრეზიდენტი, მოსწონთ იგი თუ არა. მისი ამ პოზიციიდან გამოყვანა, ქაოსს გამოიწვევს. ჩვენ ახლო აღმოსავლეთში არაერთი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც ქვეყანა უბრალოდ დაიშალა, როგორც ეს მოხდა მაგალითად ლიბიაში" - განაცხადა მედვედევმა.
მედვედევი აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ჯონ კერის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აშშ მზად იქნება შეუერთდეს სხვა ქვეყნებს და დაიწყოს სახმელეთო ოპერაცია, თუ ირანი და რუსეთი მათ არ დაეხმარება.
"ეს არის ფუჭი სიტყვები, მას ეს არ უნდა ეთქვა მარტივი მიზეზის გამო: თუ მას სურს გაჭიანურებული ომი, მაშინ მას შეუძლია სახმელეთო ოპერაციის დაწყება. თუმცა, ნუ ცდილობს ვინმეს დაშინებას. არავის ინტერესებში არ შედის ახალი ომი, სახმელეთო ოპერაცია არის სრულფასოვანი, ხანგრძლივი ომი. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს" - აღნიშნა მედვედევმა.
მასალის გამოყენების პირობები






