უკრაინაში რუსული სატვირთო ავტომობილების ბლოკირება გრძელდება
მსოფლიო - 18:53, 14 Feb, 2016     1757

უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კარპატისპირეთში, გრძელდება მოსახლეობის მხრიდან რუსული სატვირთო ავტომობილების ბლოკირება, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტულ გადაზიდვებს ახორციელებენ.

როგორც ცნობილია 2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთმა აუკრძალა უკრაინას თავისი ტერიტორიის გამოყენება სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ყაზახეთში. უკრაინას დღემდე საპასუხო ზომები არ მიუღია, თუმცა, მოსახლეობა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას ამ ფორმით პასუხობს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კარპატისპირეთის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენადი მოსკალმა ქვეყნის მთავრობას ოფიციალური პასუხი მოსთხოვა. იგი ითხოვს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საგანგებო სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება, ოფიციალურად აკრძალოს ან დაუშვას მათი გადაადგილება ქვეყნის ტერიტორიაზე.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავბად მოსახლეობის პროტესტისა, უშუალოდ უკრაინა-ევროკავშირის საზღვარზე ექსცესებს ადგილი არ აქვს = 14 თებერვალს ერთი რუსული სატვირთო რუმინეთის, ხოლო ორი სლოვაკეთის ტერიტორიაზე გავიდა. თუმცა, ეს ის ავტომანქანებია, რომლებმაქც დოკუმენტაციის გაფორმება პარასკევს დაწყებულ აქციამდე მოასწრეს.

"აქ სხვა პრობლემაა, რუმინეთიდან, სლოვაკიიდან და უნგრეთიდან, უკრაინის გავლით, რუსული ავტომობილების დიდი ნაკადი მოემართება," - აცხადებს გუბერნატორი.

ამ აქციების საპასუხოდ, რუსეთმა სატვირთო ავტომობილების გადაადგილება უკრაინის ტერიტორიაზე დროებით შეაჩერა, სანამ უკრაინის ხელისუფლება კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42