უნიკალური ოპერაცია მედიცინის ისტორიაში - ადამიანი გულისცემის გარეშე
ეს საინტერესოა - 16:21, 14 Feb, 2016     2845
ტეხასელი კრეიგ ლიუნსი დაავადებული იყო უიშვიათესი დაავადებით - ამილონდოზით. ეს არის ნივთიერებათა ცვლის სრული მოშლა, რომელიც ქსოვილებში ანომალური ცილების თავმოყრას იწვევს, რაც ადამიანის ორგანოებს საბოლოოდ აზიანებს და გამოყავს მწყობრიდან.

კრეიგს ამ დაავადების დიაგნოზიდან ცოტა ხანში, დაუდგინდა , რომ ამილონდოზის პირველი სამიზნე გული აღმოჩნდა. ექიმების დასკვნით მას სიცოცხლის რამდენიმე დღე ჰქონდა დარჩენილი. სიტუაციას ამძიმებდა ის, რომ მისტერ ლიუნსისთვის შეუძლებელი იყო გულის გადანერგვა, თუნდაც იმიტომ, რომ ახალი გულიც კვირეების განმავლობაში დაზიანდებოდა. ამ დროს ტეხასის გულის კლინიკის ექიმებმა ბილი კონმა და ბად ფრეიზმა პაციენტს შესთავაზეს გამხდარიყო პირველი ადამიანი, რომელსაც გადაუნერგავდნენ გულს ინოვაციური მეთოდით, ანუ გულის ნაცვლად მას ხელოვნურ მექანიზმს ჩაუსვამდნენ.

სიახლე ოყო ის, რომ აქამდე არსებული გულის გადანერგვის მეთოდებით ხდებოდა ბუნებრივი გულის მუშაობის იმიტაცია. ამ შემთხვევაში კი შეთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანის რთული პარკუჭების ნაცვლად, მას ჩაუსვამდნენ მინიატურულ მექანიკურ ტურბინებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სისხლის თანაბარ ცირკულაციას დატყმების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს პულსი არ ესინჯება, ის აბსოლუტურად ქრება. ,,თუ გავითვალისწინებთ, რომ გულის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სისხლის ცირკულაცია მთელს ორგანიზმში და ამას გული ახერხებს კუნთის შეკუმშვისა და გაშლის შედეგად, რაც შესაბამისად იწვევს პულსაციას, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის შექმნილ გულსაც ასევე ემუშავა. მაგალითად, ფრინველები ფრენისას ფრთებს აქნევენ, მაგრამ განვითარებულმა ავიაციამ, ფრენის აბსოლუტურად სხვა მოდელი შექმნა. აბა, წარმოვიდგნოთ, თვითმფრინავი რომ ფრთებს აქნევდეს. ბევრად უფრო ოპტიმალურია მფრინავი აპარატი უძრავი ფრთებით“ - აცხადებს ბილი კონი.

ამ ტიპის ხელოვნური გული წარმატებით მხოლოდ ხბოებზე იყო გამოყენებული. ხოლო კრეიგ ლიუნსის შემთხვევა პირველია, როცა მასზე ადამიანი თანხმდება.

მექანიკური გულის ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა. ორ დღეში კრეიგი წამოდგა საწოლში, ხოლო ერთ კვირაში დამოუკიდებლად მოახერხა ფეხზე დადგომა.

,,დიდი ხანია ასე კარგად თავი არ მიგრძვნია, როგორც ახლა. მართალია, უცნაურია, არ გრძნობდე პულსაციას და გულიცემას, მაგრამ მთავარია, რომ ძირითადში ყველაფერი კარგად არის. დარწმუნებული ვარ, ამ გამოგონებას დიდი მომავალი აქვს. მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში არსებობენ ისეთი ნათელი თავები, როგორებიც არიან კონი და ფრეიზი“ - ამბობს მამაცი ტეხასელი.

სამწუხაროა, რომ გულის გადანერგვამ მხოლოდ რამოდენიმე თვით გადადო კრეიგის გარდაცვალება, რადგან ამილონდოზმა, რომელსაც ექიმებმა ხელიდან გამოსტაცეს გული, სულ რაღაც ორ თვეში ანალოგიურად დააზიანა ღვიძლი, მაგრამ მისმა მაგალითმა აჩვენა, რომ ხელოვნური გული უწყვეტი ცირკულაციით, არის ის უნიკალური გამოგონება, რომელიც მომავალაში იქნება ხსნა მძიმე კარდიოდაავადებული უამრავი ადამიანისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42