კახეთში აკვაკულტურის დარგის განვითარების ხელშეწყობის პროექტი იწყება
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:42, 14 Feb, 2016     2052
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და კახეთის მხარის გუბერნატორმა, ირაკლი შიოლაშვილმა მეთევზეობის დარგის სპეციალისტებთან ერთად, კახეთის რეგიონში არსებული ტბორები დაათვალიერეს, ფერმერებს შეხვდნენ და აკვაკულტურის დარგის განვითარების კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში თევზის მეურნეობების განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის მზად იქნება.

,,აკვაკულტურის განვითარება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოში დიდი რაოდენობის თევზის იმპორტი ხორციელდება. ჩვენ კი, გვაქვს საკმარისი რესურსი არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შევცვალოთ და იმპორტირებული პროდუქცია ადგილობრივით ჩავანაცვლოთ. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინსიტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციას“ მფლობელობაში აქვს ხელოვნური ტბები, ტბორები და წყალსაცავები, სადაც შესაძლებელია დარგის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერები და მეწარმეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ამ პროცესში, ხელი შევუწყოთ დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, მიიღონ სწორი რეკომენდაციები, რათა გაზარდონ და განავითარონ წარმოება და აწარმოონ ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელსაც ექსპორტზე გაიტანენ. სწორედ ამიტომ, მეთევზეობის დარგის განვითარებისთვის ვგეგმავთ სადემონსტრაციო ინფრასტრუქტურის შექმნასაც. ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზრის კარი გაიხსნა. ეს შესაძლებლობა ქართველმა ფერმერებმა და მეწარმეებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ამისთვის კი, აუცილებელია დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ აწარმოონ ისეთი ხარისხის და რაოდენობის პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს ნებისმიერი ქვეყნის მოთხოვნებს“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

საქართველოში აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ბალანსზე არსებული ტბორები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო–კვლევით ცენტრს გადაეცეს. მეცნიერები საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში არსებულ ბუნებრივ და ხელოვნერულ წყალსატევებში არსებულ თევზის მარაგებს შეისწავლიან. ტბორებში თევზის წარმოების განვითარებისთვის საჭირო სამეცნიერო კვლევები და სასელექციო–საჯიშე სახეობების გამოყვანა მოხდება, რაც ფერმერებსა და მეწარმეებისთვის თევზის ახალ სახეობებზე და მაღალხარისხიან ლიფსიტაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

წყალსატევებში განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, არსებული მდგომარეობის და საჭიროებების გათვალისწინებით, სპეციალისტები ქართველ ფერმერებს და თევზის მწარმოებლებს თანამედროვე ტექნოლგიების გაცნობასა და დანერგვაში დაეხმარებიან.

კახეთის რეგიონში თევზის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42