ევროკავშირის საგარეო საქმეთა და პოლიტიკის საკითხებში უმარლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ სირიის კრიზისის საკითხში დგება "ჟამი ჭეშმარიტებისა".
მისი სიტყვებით, მსოფლიო ლიდერებმა, რომლებიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ, უნდა შესძლონ სირიაში სამხედრო მოქმედებათა შეწყვეტის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზება. ამ ერთი კვირის განმავლობაში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.
მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროპა ყველაფერს აკეთებს ამ გეგმის ამუშავებისათვის. აუცილებელია ჟენევაშ განახლდეს მოლაპარაკებები კონფლიქტის პოლიტიკური ხერხებით მოგვარების გზების მოსაძებნად.
BBC-ს კორესპონდენტის შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა ევროპა მონაწილეობას ე.წ. "გეგმა ბ"-ს (იგულისხმება ე.წ. სახმელეთო სამხედრო ოპერაციები სირიაში - "ნიუპოსტი") განხორციელებაში, მოგერინიმ განაცხადა: "მოდით, ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა "გეგმა ა"-ს განხორციელებისკენ მივმართოთ. იგი ჩვენ სულ რაღაც 48 საათის წინ შევიმუშავეთ. მისი განხორციელება ძალიან, ძალიან რთულია.
მასალის გამოყენების პირობები






