რესპუბლიკური პარტია მოძრაობა „ლაზარე“-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
საზოგადოება - 17:24, 29 Mar, 2013     932

ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

 

განცხადების თანახმად, 29 მარტს ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა მოძრაობა "ლაზარეს" ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხარების დღეს თინა ხიდაშელი "იაღოველთა კონგრესს" ატარებს.

 

რესპუბლიკური პარტია მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლაზარემ" დაუყოვნებლივ მოიხადოს ბოდიში რესპუბლიკური პარტიისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის.

 

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტმა" საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" განცხადება გაავრცელა, რომელიც ამავე ორგანიზაციის "ფეისბუქის" გვერდზე იყო გამოქვეყნებული. სტატიის სათაური იყო: "მოძრაობა "ლაზარე": ხარების დღესასწაულზე თინა ხიდაშელი "იეღოველთა კონგრესს" ატარებს". განცხადების უცვლელად გამოქვეყნებას წინ უძღოდა სააგენტოს რედაქტორის ლაშა ბერულავას მიერ დართული ლიდი:

 

" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" პრესცენტრი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და თინა ხიდაშელს "იეღოველთა კონგრესის" ორგანიზებაში ადანაშაულებს.
"ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ "ლაზარეს" პრესცენტრის განცხადების ტექსტს, რომელიც დაახლოებით 23:00 საათზე "ლაზარეს" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა:"

 

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თინა ხიდაშელმა პრეტენზიები "ლაზარესთან" ერთად, რატომღაც, ლაშა ბერულავას მიმართაც გამოთქვა.

 

"ნიუპოსტი" შეახსენებს ქალბატონ თინა ხიდაშელს, რომ პოლიტიკოსის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ პრეტენზიის გამოთქმა მაშინ, როცა სააგენტოს მიერ "ლაზარეს" განცხადების გამოქვეყნება არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც მედიაში დამკვიდრებული სტანდარტების დარღვევა, გაუგებარი ფაქტია და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტის წევრი და კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მომავალში უფრო ყურადღებით გაეცნობა მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს, განცხადების ავტორ(ებ)ისა და ჟურნალისტის ერთმანეთისგან გამიჯვნის მიზნით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42