სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ატეულობით დაშავდა ავტოსაგზაო კატასტროფაში, რომელიც პენსილვანიის შტატში მოხდა. ერთმანეთს 50 ავტო0მობილი შეეჯახა.
დაზიანებულმა ავტომობუილებმა ავტომაგისტრალის სამი რიგი გადაკეტა. სამაშველო სამსახურის ცნობით 3 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 40 - ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 70 დროებით თავშესაფარშია გადაყვანილი.
ავტოავარიის მიზეზი ქარბუქი და ლიპყინული გახდა. ქარბუქი იმდენად ძლიერი იყო, რომ გზატკეცილზე ფაქტიურად არაფერი ჩანდა.
"ისეთი ძლიერი თოვლი იყო, რომ ვერაფერს ვხედავდი. ჩემს თვალწინმანქანა უცებ გაქრა, მანქანა დავამუხრუჭე, რადგან ვერაფერს ვხედავდი," - იხსენებს ერთერთი დაზარალებული.

აშშ-ს ჩრდილო აღმოსავლეთით იმდენად დიდი ყინვებია, რომ მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს, რადგან ეს შესაძლოა სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






