ნატოს გენმდივანი ნატო-რუსეთის საბჭოს აღდგენის ინიციატივით გამოდის:
„რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი და საერთაშორისო მოთამაშეა. ჩვენ ვნახეთ შემტევი რუსეთი, რომელიც ევროპული უსაფრთხოების წესრიგის დესტაბილიზაციას ახდენს. ნატო არ ეძებს კონფრონტაციას, არ გვჭირდება ახალი ცივი ომი, მაგრამ ჩვენი პასუხი უნდა იყოს მტკიცე. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ჩაკეტილ წრეში? მჯერა, რომ პასუხი მეტი თავდაცვა და მეტი დიალოგია. რუსეთის რიტორიკა, ქმედებები და მისი ბირთვული გამოცდები მიზნად ისახავს მისი მეზობლების დაშინებას და ძირს უთხრის ევროპის სტაბილურობასა და ურთიერთნდობას. ნატო-რუსეთის საბჭო მნიშვნელოვანი ფორმატია ამ დიალოგისთვის. დიალოგი მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, სადაც ჩვენი აზრთა სხვაობა საკმაოდ სიღრმისეულია. ასეთია, მაგალითად უკრაინა. ჩვენი პრინციპი მკაფიოა, საზღვრები არ უნდა დაირღვეს, სუვერენულ ერებს აქვთ უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი კურსი, ეს პრინციპები ფუნდამენტურია ევროპული უსაფრთხოებისთვის. არ არსებობს არჩევანი თავდაცვასა და დიალოგს შორის. ხანგრძლივი სტაბილურობისთვის ჩვენ ერთდროულად ორივე გვჭირდება.“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






