13 თებერვალი — ამ დღეს...
1258 : ბაღდადი მონღოლებმა აიღეს, აბასიდთა სახალიფო დაეცა.
1542 : ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მეხუთე ცოლი კეთრინ ჰოვარდი ქმრის ღალატის ბრალდებით სახალხოდ სიკვდილით დასაჯეს.
1633 : გალილეო გალილეი რომში ჩადის ინკვიზიციის სამსჯავროზე დასასწრებად.
1668 : ესპანეთმა პორტუგალია ცნო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1689 : უილიამი და მერი ინგლისის თანამმართველებად გამოაცხადეს.
1866 : ჯესი ჯეიმზი და მისი თანამზრახველები პირველ ბანკს ძარცვავენ მშვიდობიან პერიოდში აშშ-ის ისტორიაში (ქ. ლიბერტი, მისური).
1880 : თომას ედისონი ედისონის ეფექტს აკვირდება.
1894 : ძმები ლუმიერები სინემატოგრაფს (სურათზე) აპატენტებენ, რომელიც კინოკამერისა და პროექტორის კომბინაციას წარმოადგენს.
1934 : საბჭოთა თბომავალი „ჩელუსკინი“ ჩაიძირა არქტიკის ოკეანეში.
1940 : მიხეილ ბულგაკოვმა დაასრულა რომანი „ოსტატი და მარგარიტა“.
1945 : მეორე მსოფლიო ომი — წითელი არმიის ჯარები ბუდაპეშტს, ვერმახტის ძალებისგან ათავისუფლებენ.
1960 : საფრანგეთმა პირველი ბირთვული ბომბის გამოცდა მოაწყო.
1974 : ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრე სოლჟენიცინი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს.
1984 : სკკპ-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე იური ანდროპოვს კონსტანტინ ჩერნენკო ცვლის.
1990 : გერმანიის გაერთიანება - მხარეები შეთანხმდნენ ორეტაპიან გეგმაზე.
2009 : მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტმა ნეანდერტალელის გენომის გაშიფვრის პირველი ეტაპი დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები






