29 მარტის ირგვლივ დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება სლოგანით: ორსულობა და თამბაქო. საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესაბამისობაში მოსაყვანად საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად 2013 წლის 15 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
კომისიის ძირითადი ამოცანაა დადგენილების მიღებიდან 1 თვის ვადაში თამბაქოს კონტროლის გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მთელი რიგი ცვლილებების დავალება სხვადასხვა უწყებებისა და სექტორებისთვის თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით, რათა მიღწეული იყოს ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული ტვირთის შემსუბუქება და სიკვდილობის შემცირება.
თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის პირველი სხდომაზე დამტკიცდა კომისიის სამუშაო ჯგუფი. სხდომაზე განიხილეს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებისთვის საჭირო ოთხი ძირითადი მიმართულებით (საგანმანათლებლო, აკრძალვითი, საგადასახადო და იურიდიული) განსაზღვრული ღონისძიებები.
მასალის გამოყენების პირობები






