პოლიტიკური ზრახვები სასამართლოში: ვაჭრობა თუ რეფორმა? – ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან
პოზიცია - 18:05, 12 Feb, 2016     2836
დაპირისპირება სასამართლო სისტემაში - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კრიტიკული განცხადებების გამო იდევნება. ყველაფერი მამუკა ახვლედიანის სკანდალური განცხადებით დაიწყო: ნოემბერში გამართული მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების დროს, ტესტების პასუხების გაჟონვის შესახებ, სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ გამოიტანა საზოგადოების სამსჯავროზე.

ახვლედიანი ასევე იმ სისტემას აკრიტიკებს, რომლითაც მოსამართლეების დანიშვნა ხდება. მისი თქმით, მოსამართლეების დანიშვნა ან არდანიშვნა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ნიშნავს, რომ ამის უკან ადამიანების ან გარკვეული ჯგუფების ინტერესები დგას.

ახვლედიანი ირწმუნება, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს მოსამართლეთა კლანური ჯგუფები.

სკანდალური განცხადებების შემდეგ მამუკა ახვლედიანს ახსნა-განმარტების მიცემა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოუწია. სწორედ, ამ საბჭომ უნდა გადაწყვიტოს დაიწყება თუ არა დევნა ახვლედიანის მიმართ ეთიკის დარღვევის საფუძვლით.

„ნიუპოსტი“ სასმართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ექსპერტს სამართლის საკითხებში ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კრიტიკული განცხადებების გამო იდევნება, იუსტიციის უმაღლეს საბჭო მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის დაწყებას არ გამორიცხავს - რა ხდება სასამართლო სისტემაში?

- შესაძლო კანონსმიღმა ქმედებები, რომლებიც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შესახებ გაკეთდა თავისთავად საჯარო ინტერესების სფეროა. საუბარია სახელისუფლო შტოზე, შესაბამისად ნებისმიერი კითხვის ნიშანი უნდა გახდეს საჯარო მსჯელობის საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველი. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა იყოს საკანონმდებლო ორგანოს, იუსტიციის საბჭოსთან მოსამართლეთა კორპუსის ხელში. მე მაქვს კითხვა ბატონ ახვლედიანთან, რატომ არ მიმართა მან პირველ რიგში იუსტიციის საბჭოს და რატომ გამოიტანა ეს საკითხები საჯარო სივრცეში? თუკი კორპორაციაში რაღაც ხდება რეაგირება სწორედ იქ უნდა მოითხოვო, ვისაც ეს ხელწიფება და მეორე საკითხი - მისი მხრიდან საბჭოსთვის არ მიმართვა და ამაზე ტელეეთერით საუბარი ხომ არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ მას იმედი არ ჰქონდა რომ რაიმე შედეგი დადგებოდა. ეს არის ორი ძირითადი კითხვა, რომელზეც პასუხის მიღების შემეგ იქნება დამატებითი კითხვები. ფაქტია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდება აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი.

- გავრცელებული ინფორმაციით, პირმა რომელმაც ტესტების პასუხები გადაიწერა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ახლობელია...

- თუ ამ განცხადებებს კონტექსტის გარეშე განვიხილავთ, ეს სხვადასხვა ინტერპრეტაციების შესძლებლობას მოგვცემს. ერთ-ერთია ამ სკანდალის ნინო გვენეტაძესთან დაკავშირება. მე რა ინფორმაციაც მოვისმინე, იქ ახლობლობაზე საუბარი არ ყოფილა. ითქვა სამეცნიერო ხელმძღვანელობაზე. ეს სულაც არ ნიშნავს ახლობლობას, მე და ჩემს მეგობრებსაც გვქონია პატივი ვყოფილიყავით სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ნაშრომის ხელმძღვანელები. თუკი ეს ადამიანები წარმატებულები იქნებიან, მხოლოდ ამ კავშირის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ და დასკვნები აქიდან გამომდინარე არ უნდა გამოვიტანოთ. სახეზეა, რომ დაპირისპირებული მხარეები აშკარად ცდილობენ ერთმანეთს ზიანი მიაყენონ. მე გაგახსენებთ, რომ ახვლედიანისთვის ახსნა-განმარტების საკითხი, ნინო გვენეტაძის მიმართვით საბჭოს მდივანმა აიღო თავის თავზე და არა საბჭომ. ასეთ სიტუაციაში, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, დაპირისპირებულები შეეცდებიან ეს ყოველივე ოპონენტის მარცხად ან წარმატებად წარმოაჩინოს.

- სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კონექტურები როდის გამოიკვეთა?

- პოლიტიკური დაინტერესება ბოლო შემთხვევით ნამდვილად არ დაწყებულა. პოლიტიკური შემადგენლობა ამ ყველაფერს 2012 წლის შემდეგ მიეცა. დაიწყო ძალიან ხშირი, უხეში თავდასხმები კონკრეტულ მოსამართლეებზე. ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ის იყო პრემიერი სამწუხაროდ უწევდა თავის კოლეგების მიმართ მოწოდების გაკეთება, რომ სასამართლო სისტემის შეფასებისას ფრთხილი ყოფილიყო. მეორე ცდომილება იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი, რომელშიც სამი ჯგუფი გამოიკვეთა სასამართლო სისტემიდან, რომელიც საკუთარი კანდიდატის ნომინირებას ცდილობდა. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა შეარჩია, რომელმაც ბუნებრივია პოლარიზება მოახდინა სასმართლოსა და მის გარეთ არსებული ჯფუფების, რომლებსაც პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებდა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა სასამართლოს სანდოობა შეარყია. არც ის არის დამალული, რომ უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციული თვალსაზრისით საქმიანობას ქალბატონი ნინო ექფეტურად ვერ ახორციელებს. ეს არ ბოლომდე მისი ბრალი- ეს იმ სიატემის ნაკლოვანებაა, რომელშიც დღეს სასამართლო იმყოფება.

- ირაკლი ღარიბაშვილიც ესხმოდა კონკრეტულ მოსამართლეებს.... რუსთავის მეტალურგიის ქარხნის დაყადაღება და ყოფილი პრემიერის განცხადებას შეგახსენებთ...

- ირაკლი ღარიბაშვილმა ღია წესით მოახდინა თავდასხმა არამხოლოდ სასმართლოზე, არამედ საქმის კონკრეტულ მოსამართლეზე, მან აღნიშნა რომ მოსამართლეს პასუხისმგებლობა მოუწევსო. მაშინ უზენაესმა სასამართლომ მკაფიო განცხადება გააკეთა და შეახსენა პრემიერს ის ჩარჩო. უთხრა, რომ კონსტიტუცია იცავს სასამართლოს პოლიტიკური ჩარევებისგან.

თქვენ გახსოვთ საკანონმდებლო ცვლილებების ირგვლივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაეს სასამართლოს ღია დაპირისპირება. ამ დაძაბულობიდან მალევე - მეორე დღეს პრემიერი საჯაროდ ხვდება იუსტიციის საბჭოს მდივანს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩრდილს აყენებს სისტემას.

- იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ მოსამართლეებს ირჩევს, აქაც აზრთა სხვადასხვაობა და პოლიტიკური განცხადებები ისმის...

- ეს საკითხიც პოლიტიკური ვაჭრობის საგნად იქცა. შერჩევის კრიტერიუმები არ არსებობს. ეს ყველაფერი კი ტოვებს დიდ ადგილს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის. როცა არჩევანი ძალიან ბევრი მაქვს, ვერც ვერავინ მომედავება და თუ გარეთა ინტერესი არსებობს, კონკრეტული მოსამართლის არჩევის თვალსაზრისით, ჩემი ინტერესის გათვალისწინებით მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც კანონშეუსაბამობა არ იქნება. იუსტიციის საბჭოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები პოლიტიკური ხასიათის მატარებელია. ამას ვამბობ პირდაპირ. პოლიტიკურს იმიტომ ვამბობ, რომ ის სამი არამოსამართლე პირის მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნებიოდა გადაწყვეტილება მიღებული. ისინი კი პოლიტიკური ორგანოს მიერ არიან შერჩეულნი. ეს პოლიტიკური ვაჭრობა კი მათი მხარდაჭერით ვერ განხორციელდებოდა. ვაჭრობა ჩემი აზრი იყო ასეთი: თუ მე და ჩემი გუნდი არ დავინიშნებით მოსამართლეებად იქ, სადაც განცხადება გავქვს გაკეთებული, სასამართლო სისტემას დავტოვებთ ვაკანრტურს.

- როგორია თეა წულუკიანის როლი მიმდინარე პროცესებში?

- ძალიან დიდი წილი აკისრის მინისტრ წულუკიანს. სწორედ ის იყო რეფორმის თავდადებული დამცველი, რომელიც სამწლიან გამოსაცდელ ვადას ითვალისწინებდა. მან ყველა რესურსი გამოიყენა, რომ ეს კანონად ქცეულიყო. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დევს ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნა, რადგან რეფორმა გაზრდის აღქმას იმისა, რომ მოსამართლეებზე პოლიტიკური გავლენა არსებობს. საბოლოო ჯამში, წულიკიანმა გამოსაცდელ ვადაზე განცხადა, რომ მოსამართლეებისა და უცხოელების განცხადებების შემდეგ უკან დაიხია. ანუ აღიარა, რომ რეფორმა წარუმატებელი იყო. საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ სანამ პოლიტიკოსები პოლიტიკურ ზრახვებზე ხელს არ აიღებენ, სასამართლო სისტემაში მუდამ პრობლემები იქნება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42