
2) ჰარი ლოიდი კი, რომელსაც პირველი სეზონიდან ვიზერის ტარგარიანის როლით იცნობთ, მწერალ - ჩარლზ დიკენსის შვილთაშვილი.
3) ცხენის გული, რომელიც დეინერის ტარგარიანმა დროგოსთან ქორწილისას შეჭამა, რეალურად მხოლოდ ნახევარი კილოგრამი საღეჭი მარმელადია.
4) ასევე არაა ნამდვილი ის ხორცი, რომელსაც სერიალში ტირიონი მიირთმევს. ამის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ მსახიობი ვეგეტარიანელია.
5) სოფი ტერნერი (სანსა) ბუნებრივად ქერა იყო, გადაღებების წინ შეიცვალა ფერი და გახდა წითური.

6) დოტრაკიული ენა ფილოლოგებმა სერიალისთვის მოიგონეს. მასში 3000-ზე მეტი სიტყვაა. ( ენის შესაქმნელად გამოიყენეს: რუსული, თურქული, ესტონური, ინუკტიტუტი და სუაჰილის ენა.)
7) პიტერ დინქლეიჯი (ტირიონ ლანისტერი) ტირიონის როლის პირველი და ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა პირადად ჯორჯ მარტინმა დაამტკიცა.
8) ემილია კლარკს (დეინერისს) თმა არასდროს გაუთეთრებია. ის პარიკს ატარებს.

9) ჯორჯ მარტინმა უკვე მოიფიქრა როგორ დამთავრდება საგა და ამის შესახებ სერიალის პროდუსერებს უამბო. იმ შემთხვევისთვის, თუ წიგნების დასრულებას ვერ მოასწრებს თავად.
10) სერიალის მსახიობთა უმეტესობას, ჯორჯ მარტინის წიგნების სერია, რომლის მიხედვითაც ხდება ფილმის გადაღება, წაკითხული სულაც არ აქვს, რადგან ეშინიათ, რომ დროზე ადრე გაიგებენ თუ რა ელით მათ პერსონაჟებს.
11) მსახიობი, რომელიც ბრმა მეისტერ ეიმონის როლს ასრულებს, რეალურ ცხოვრებაშიც უსინათლოა.
12 მიშელ ფეირლიმ, არა მხოლოდ ქეითლინ სტარკის როლი შეასრულა, არამედ ჰერმიონა გრეინჯერის დედის როლიც, "ჰარი პოტერის" ბოლო ფილმში.

13) პირველი ეპიზოდის შემდეგ, ჯეკ გილსონმა(ჯოფრიმ), წერილი მიიღო ჯორჯ მარტინისგან, სადაც ეწერა: - "გილოცავთ, თქვენ ნამდვილად ვერავინ ვერ გიტანთ".
14) სტარკების მგლების როლებს, პირველ სეზონში, ჩრდილოეთ ინუიტის ჯიშის ძაღლები ასრულებდნენ. მეოთხე სეზონში კი ისინი ნამდვილი მგლები არიან, რომლებიც კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით უფრო გაადიდეს.
15) ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი კით ჰარინგტონი და იგრიტის როლის შემსრულებელი როუზ ლესლი რელურ ცხოვრებაშიც ერთად არიან.

წყარო: ინკო.გე
მასალის გამოყენების პირობები






