სიუჟეტი, რომელიც თინაზე გვიამბობდა და რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა, უამრავი ადამიანი დააფიქრა და თინამ ხალხის მხარდაჭერაც მიიღო. სწავლაც დაუფინანსდა და მოგვიანებით ახალ სამსხახურშიც დაიწყო სიარული. დღეს ის ჟურნალ „თბილისელების“ ფოტოგრაფია და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს თავისი საქმით.
დღეს დილით კი მეგობრებთან ერთად მშობლიური ხაშურის ქუჩებიც დაასუფთავა. თინამ „ნიუპოსტს“ ექსკლუზიური ფოტოებიც მოგვაწოდა და დიდი სიხარულით გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები აქციის შესახებ: „დღეს გამთენიისას გავაკეთეთ ეს აქცია მე და ჩემმა მეგობრებმა. ჩემთან ერთად იყო ასევე დედაც. დავასუფთავეთ ხაშურის ცენტრი. ამ აქციისთ გვინდოდა მხარდაჭერა გამოგვეხატა დასუფთვაების სამსახურში მომუშავე ადამიანებისთვის. გვინდოდა ასევე პოპულარიზაცია გაგვეწია გარემოს დაცვისთვის. დასუფთვაების შემდეგ ცხელი ყავით და კრუასაანებით გავუმასპინძლდით მეეზოვეებს (მათ სამუშაო ადგლებზე მივედით მას შემდეგ რაც დავასუფთავეთ ჩვენი ტერიტორია). არ ვიცი რამდენად კარგია, ტექსტი ბევრი არ არის. დასუფთავების სამსახურის მხრდაჭერით დავასუფთავეთ ხაშურის ცენტრი, ნებართვა მოგვცეს და ასევე გამოგვიყეს ცოცხები. ჩვენი ინიციატივა ძალიან მოეწონათ. ჩვენი აქციით ასევე ძალიან გავახარეთ ის მეეზოვეები, რომლებიც ყოველ დილით ზრუნავენ ხაშურის ქუჩების სისუფთავეზე“.








მასალის გამოყენების პირობები






