მემორანდუმის მიზანია, ურთიერთთანამშრომლობის ფონზე ერთობლივი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
პირველი პროექტი, რომელიც ამ თანამშრომლობის შედეგად უკვე მომავალ კვირაში დაიწყებს ფუნქციონირებას, არის საკვირაო სკოლა სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის.
საკვირაო სკოლა კომაროვის სკოლის ბაზაზე იარსებებს და იქ 15-19 წლის მოსწავლეებს მოხალისე მასწავლებლები სრულიად უანგაროდ შეასწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას, ინგლისურ ენას, კომპიუტერთან მუშაობას, ზოგად უნარ-ჩვევებსა და მათემატიკას.
პროექტის პრეზენტაცია დღეს „ეკვილიბრიუმის" წარმომადგენლებმა კომაროვის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებისთვისა და პედაგოგებისთვის გამართეს.
„ეკვილიბრიუმი" ახალგაზრდა მწერლებისა და ხელოვანების მიერ lib.ge-ს ბაზაზე დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება, მათი ჯანსაღ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველ ბავშვთა განათლების დონის ამაღლება და შეჭირვებული ხელოვანების მხარდაჭერა.
მასალის გამოყენების პირობები






