ყველზე დიდი ბედნიერება მამაკაცისთვის ანუ რონალდ რეიგანის წერილი ვაჟიშვილს
ეს საინტერესოა - 15:31, 11 Feb, 2016     3232
ვიდრე რონალდ რეიგანის ვაჟი, მაიკლი დაქორწინდებოდა, მამამ მას წერილი მისწერა, რომელიც აქტუალურობას არც დღეს კარგავს.“ძირფასო მაიკ, შენ შეიძლება გსმენია ცინიკური ხუმრობები “უიღბლო ქორწინების” შესახებ, ალბათ ეს შენთვის არავის უთქვამს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. დღეს შენ ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში შეაბიჯე და იგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც შენ შექმნი.
ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარ ძლიერებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერზე შეიკავებს თავს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის ცოლს გული არ ეტკინება იმის გამო, რასაც ვერასოდეს გაიგებს.
არადა სიმართლე ბევრად ღრმაა, ვიდრე ასეთი ადამიანები ფიქრობენ. ცოლმა ყველაფერი იცის, პერანგზე ნაპოვნი პომადის კვალისა და იმის მიზეზის გაგების გარეშეც კი, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი დილის 3 საათზე სახლში და ამ ცოდნასთან ერთად იკარგება ურთიერთობის სილამაზეც.
ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს – რასაც დასთეს, იმას იმკი. კაცი, რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს, რაც შეუძლია, ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს. დარწმუნებული ვარ იქნება წამები, როდესაც ისევ შეხვდები ვიღაც მომხიბვლელს, ძველი დრო გაგახსენდება და დაგაინტერესებს შეგწევს თუ არა ძალა მოხიბლო საპირისპირო სქესი, მაგრამ შვილო, მსურს გაგიმხილო, თუ რა მშვენიერი გამოწვევაა დაუმტკიცო შენი ძლიერება მხოლოდ ერთ ქალს შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.
ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგრძელოს ცხოვრება, ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა, რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ – ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები. მოიქეცი ასე… აგრძნობინე მას სითბო და კვლავ გაიგებ მშვენიერი მუსიკის ხმას.
კაცს, რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი, არასოდეს სურს მას დამცირებულად აგრძნობინოს თავი. როდესაც მდივან ქალს ესალმები ან გოგონას, რომელსაც ორივენი იცნობთ, შენი ცოლი არ უნდა გრძნობდეს თავს დამცირებულად იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ეს ის გოგონაა, ვის გამოც გვიან ღამით დაბრუნდი სახლში. როდესაც შენი ცოლი ასეთ გოგოს თვალებში შეხედავს უნდა ეღიმებოდეს იმის გაანალიზებით, რომ ეს ის ქალია, რომელსაც მის გამო უთხარი უარი.
გახსოვდეს, არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება.”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42