აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოზე წერს - "პატარა სახელმწიფომ გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა გააძლიერა”
მსოფლიო - 13:25, 11 Feb, 2016     3252
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ბლოგზე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

“რამდენჯერაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სთხოვა სახელმწიფოებს, შეეტანათ წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საქართველომ თხოვნას დადებითად უპასუხა. იქნება ეს ერაყი თუ ავღანეთი, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ამ პატარა სახელმწიფომ, გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა გააძლიერა” - წერს სტატიის ავტორი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-პოლიტიკურ საქმეთა ბიუროს ანალიტიკოსი რენი სილვა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ავღანეთში აშშ-ის შემდეგ მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია, რომელმაც 2010 წლიდან ავღანეთში 12 000 ჯარისკაცი გაგზავნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2010 წლიდან 2014 წლამდე ქართველმა სამხედროებმა განახორციელეს საბრძოლო მისიები ჰელმანდი პროვინციაში აშშ-ის ძალებთან ერთად, ამჟამად კი ბაგრამის ავიაბაზას იცავენ.

„საქართველოს ურყევ ერთგულებას კი საკუთარი შეიარაღებული ძალების მსხვერპლი მოჰყვა: ავღანეთში დაიღუპა 31 ქართველი სამხედრო, 282 კი, საბრძოლო მოქმედებებში დაშავდა“ - წერს ავტორი.

„საქართველოს შეიარაღებული ძალები მსოფლიოს ყველაზე სახიფათო რეგიონებში ამერიკული ძალების მხარდამხარ სამსახურს განაგრძობს. თავის მხრივ, აშშ ეხმარება საქართველოს, იზრუნოს ბრძოლიდან შინ დაბრუნებულ ჯარისკაცებზე. 1998 წლიდან დღემდე საქართველომ საერთაშორისო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში 220 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნული პროგრამის თანხებს აღჭურვილობისა და წვრთნის, აგრეთვე მრჩეველთა დაქირავებისათვის იყენებს, რათა საქართველომ დაჭრილ ჯარისკაცებზე უკეთ იზრუნოს" - ნათქვამია სტატიაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42