რატომ ვერ ვიკლებთ წონაში? - შეცდომები, რომელიც აქამდე არ იცოდით
ეს საინტერესოა - 11:41, 11 Feb, 2016     29625
ხშირია შემთხვევა, როცა ყველა ღონეს ხმარობ, ვარჯიშობ შეძლებისდაგავრად სწორად იკვებები, მაგრამ წონას ვერაფერს უხერხებთ, და იმედგაცრუება გეუფლებათ.

რა არის ამის მიზეზი?
უამრავი ისეთი ფაქტორი, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ:

1. ქრონიკული გადაღლის სინდრომი, ქრონიკული გამოუძინებლობა

მუდმივად გამოუძინებელი ადამიანის ორგანიზმი კარგავს ძალების სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის რაციონალური გამოყენების უნარს. სტრესი, ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია, პროვოცირებას უწევს ცხიმების დაგროვებას, რადგან იმ ჰორმონთა დიდი ნაწილი, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმების წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ მაშინ მუშაობს, როდესაც გვძინავს.

აუცილებელია გამოძინება. 15-წუთიანი სრულფასოვანი ძილიც კი საგრძნობლად უწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, აუმჯობესებს განწყობას, ზრდის შრომის უნარს და აქვეითებს მადას. რეკომენდირებულია დღე-ღამეში 8 საათი ძილი, უმჯობესია ღამის 11-12-დან დილის 7-8 საათამდე.

1. ჭამთ დიდი რაოდენობის ხილს

მიუხედავად იმისა, რომ ხილის ჭამა სასარგებლოა და ჯობია ტელევიზორის ყურებისას ხილით ისმუსნოთ, ვიდრე ჩიპსებით, პოპკორნით ან გაზიანი სასმელით, მაინც გაითვალისწინეთ, რომ ხილში შემავალი შაქარი გლუკოზად გარდაიქმნება, ხოლო ჭარბი გლუკოზა კი სხეულის მიერ ცხიმად შეინახება.

ასე რომ, ხილის მიღება საჭიროა, თუმცა ზომიერად.

2. იღებთ ზედმეტ ალკოჰოლს

თქვენი ორგანიზმი ვერ ინახავს ალკოჰოლს, ამიტომ ახდენს მის დაუყოვნებლივ გადამუშავებას. ამ პროცესში კი თქვენი მეტაბოლიზმი არ მუშაობს ეფექტურად სხვა საკვების გადამუშავებაზე, ისეთზე როგორიც ცხიმი და ნახშირწყლებია. ეს კალორიები კი ცხიმებად გადაიქცევა და გადაინახება ორგანიზმში.

3. მხოლოდ ვარჯიშის იმედზე ხართ

შეცდომაა, როცა ვარჯიშის გამო ზედმეტის ჭამის უფლებას აძლევთ თავს. ეს ერთერთი გავრცელებული შეცდომაა. ნუ გაანებივრებთ თავს გემრიელი დესერტებით, რადგან ვარჯიშობთ. ვარჯიში კალორიების წვის და კუნთების ტონუსში მოყვანის შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ თუ არ შეამცირებთ დღიური კალორიების რაოდენობას, ვერ მიიღებთ მნიშვნელოვან კლებას.

იგივე ეხება მუცლის პრესს, დღეში 1000 პრესიც რომ გააკეთოთ, ის მაინც ცხიმის ფენის ქვეშ დამალული დარჩება, თუ დიეტას არ დაიცავთ.

4. არ იცავთ ჯანსაღ დიეტას

კალორიების შემცირება დიეტისათვის აუცილებელია, მაგრამ თუ ჭამთ ნაკლებს და ეს საკვები არაჯანსაღია, წონასთან ბრძოლა გაგირთულდებათ. აუცილებელია დაიცვათ ჯანსაღი დიეტა და უარი თქვათ „ჯანქ-ფუდზე“, ნახევარფაბრიკატებზე, საეჭვო შემადგენლობის საკვებზე და ა.შ. რამდენიმე თვიანი ჯანსაღი დიეტა შედეგს გიჩვენებთ, მაგრამ თუ დიეტის დასასრულს კვებას ისევ მავნე პროდუქტებით გააგრძელებთ, წონა უკან მალევე დაგიბრუნდებათ.

5. ინახავთ ძველ სამოსს

არასდროს შეინახოთ სამოსი, რომელიც დიდი წონის დროს გეცვათ – თავიდან მოიცილეთ ისინი. როცა ადამიანი ასეთ სამოსს ინახავს, სადღაც უკვე უშვებს იმ ვარიანტს, რომ შეიძლება მოიმატოს კვლავ და რომ ძველი სამოსი სადღაც ისევ ელოდება.

მოიშორეთ ისინი აუცილებლად თავიდან და იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ არ დაუშვებთ ძველ წონას დაუბრუნდეთ!

6.. არ სვამთ საკმარის წყალს

წყალი აუცილებელი კომპონენტია წონის კლებისთვის. ის ავსებს კუჭს და კლავს შიმშილის გრძნობას. ჭამამდე 1 ჭიქა წყალი დაგეხმარებათ ნაკლები ჭამოთ. რეკომენდირებული დღიური ნორმა საშუალოდ არის 1,6 ლიტრი ქალისთვის და 2 ლიტრი კაცისთვის. გარდა ამისა, წყალი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, რაც წონის კლებას უწყობს ხელს.

7. იცავთ მკაცრ დიეტებს

ასეთი დიეტები საშინელებაა წონის კლებისთვის. მიხედავად იმისა, რომ შეიძლება წონას ეფექტურად და სწრაფად კარგავდეთ (ძირითადად წყლის ხარჯზე), კილოგრამები დიეტის დასრულების შემდეგ ადვილადაც დაბრუნდება. ყველაზე კარგი დიეტა ჯანსაღი და სწორი კვების რეჟიმია.

8. სტრესი

სტრესი ბიოქიმიურ ენაზე სისხლში კორტიზოლის, ადრენალინის, ლეპტინისა და სხვა ჰორმონების დიდი რაოდენობით გადმოსროლაა, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც პირდაპირ ალაგებს ცხიმებს თეძოებსა და მუცლის ღრუში. ამასთან, სტრესის შემდგომ ადამიანში ტკბილეულისადმი სწრაფვა იღვიძებს. შოკოლადი, კრემიანი ნამცხვრები, მურაბა, თაფლი, შედეგად კი – ჭარბი კილოგრამები

ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ისწავლეთ სწრაფად დამშვიდება, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გადაუშალეთ გული მეგობარს, საყვარელ ადამიანს და დაიწყეთ დარბაზში სიარული. ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებათ დამშვიდებასა და სტრესის დაძლევაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42