„ჰუმანითი ჯორჯიას მიერ დაანონსებული იაფი მედიკამენტების მოლოდინმა ფანასკერტელის ინდექსის კლება გამოიწვია“
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:23, 10 Feb, 2016     1214
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ ფარმაცევტულ ინდექსზე – „ფანასკერტელის ინდექსი“ მუშაობა დაასრულა და ბაზარზე არსებული ვითარება გაასაჯაროვა.

„აფბას“ ყოველთვიურ ჭრილში (2015 წლის ნოემბერ–დეკემბერი და 2016 წლის იანვარი) მედიკამენტების ფასებზე სამთვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ რომ „ფანასკერტელის ინდექსი“ პირველ შემთხვევაში 1,75%–ით, ხოლო მეორე შემთხვევაში 4,64%–ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია დაფიქსირდა.

როგორც „აფბას“ პრეზიდენტი შოთა გულბანი აღნიშნავს, „ფანასკერტელის ინდექსი“ გაიანგარიშება ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის ფასების მონიტორინგით, სადაც შედის როგორც ქართული, ისე უცხოური წარმოების მედიკამენტები. აგრეთვე, როგორც ორიგინალი დასახელების, ისე შემცვლელი - „ჯენერიკები“.

გულბანის თქმით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართული წარმოების წამლებზე ფასების კლება არ შეინიშნება, ვინაიდან აქ პრაქტიკულად ბაზრის ორი ძირითადი მოთამაშე დომინირებს და შესაბამისად, საფასო პოლიტიკის წარმოებისას, როგორც ჩანს, კონკურენცია ნაკლებია. ფასები დიდწილად იმპორტირებულ მედიკამენტებზე შემცირდა, რამაც „ფანასკერტელის ინდექსის“ დაღმავალი ტენდენცია გამოიწვია, ხოლო ეს კლება დროში ემთხვევა ბაზარზე ახალი, მსხვილი მოთამაშის – ჰუმანითი ჯორჯიას გამოჩენის მოლოდინს და პრაქტიკულად მის მიერ ბაზრისთვის მედიკამენტების სავარაუდოდ მინიმუმ 30%–ით იაფად შეთავაზებით არის განპირობებული, – აცხადებს გულბანი და დასძენს, რომ აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე ნორმალური, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი შესაბამისი კონკურენციის შექმნის შემთხვევაში, ფასები მედიკამენტებზე საგრძნობლად დაიკლებს. გულბანს მიჩნია, რომ სწორედ ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშის შემოსვლის მოლოდინი გახდა „ფანასკერტელის ინდექსის“ შემცირების გამომწვევი მთავარი მიზეზი.

„აფბას“ ინფორმაციით, ინდექსის გაანგარიშება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2016 წლის იანვრის მდგომარეობით მედიკამენტებზე დაფიქსირებული ფასებზე დაკვირვების მეშვეობით. ფასებზე დაკვირვება განხორციელდა, როგორც ინკოგნიტოდ გამოკითხვის, ისე პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5, დეკემბერში 14, ხოლო 2016 წლის იანვარში 13,35 პუნქტი.

„აფბა“–ში აცხადებენ, რომ „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლედება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42