თამო ვაშალომიძე ხშირად აღნიშნავს, რომ თავისი სხეულის ფორმების კმაყოფილია, თუმცა წონაში დაკლება მაინც გადაწყვიტა. ორ წლიანი წვალების შემდეგ მიაგნო ის, რისი საშალებითად ერთ თვეში 8 კილოგრამამდე დაიკლო. როგორ მოახერხა ფორმების შეცვლა და სასურველი წონის მიღება ბევრი წვალების გარეშე ამის შესახებ „ნიუპოსტს“ უამბო.
„ერთ თვეში თითქმის 8 კილოგრამი დავიკელი წონაში და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გეტყვით აუცილებლად როგორ მოვახერხე ეს ყველაფერი, თუმცა გაითვალისწინეთ ისიც, რომ დიეტის პარალელურად აუცილებლად უნდა ივარჯიშოთ. მე პირადად მთელი ორი წელი ძალიან ვწვალობდი წონაში რომ დამეკლო. ხან ვაშლზე ვიყავი, ხან ვშიმშილობდი, მერე ვარღვევდი დიეტას, მერე ისევ თავიდან ვიწყებდი და ასე შემდეგ. ამ ყველაფრით კი ორგანიზმი ძალიან გადაიღალა. გადავწყვიტე ექიმთან მივსულიყავი. გავიკეთე სისხლის ანალიზი და გავიგე რა უფრო მასუქებდა, ნახშირწყლები, ცილები თუ ცხიმები. ამის მერე ჩემს ტრენერთან ერთად, რომელთანაც ინტენსიურად ვვარჯიშობ, დავწერე დიეტა და დავიწყე მისი დაცვა. მინდა გითხრათ რომ რაციონში არაფერი არ მაქვს შეზღუდული. ერთადერთი მარილი ამოვიღე, რადგან მე თვითონ არ მიყვარს მარილიანი საკვები, თორე ისე ზომიერად აუცილებელიც არის ორგანიზმისთვის. მოკლედ რომ ვიღვიძებ, იქნება ეს 11, 12 თუ 1 საათი, შემიძლია ვჭამო ჩამონათვალიდან რომელიმე სურვილის მიხედვით: შვრის ფაფა, წიწიბურა, ბრინჯი, გრილზე შემწვარი ან მოხარშული ქათმის ფილე. დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ მიწევს ჭამა. საათობრივად ვერ ვახერხებ, რადგან სულ გარეთ ვარ. უბრალოდ ვცდილობ 3-4 საათში ერთხელ მაინც მოვახერხო. დღის პირველ ნახევარში შემიძლია ვჭამო შავი შოკოლადი, ვაშლი, ბანანი, თხილი ან თაფლი. ეს კალორიები ენერგიის აღსადგენად არის კარგი და მავნე სულაც არ არის. საღამოს 9-10 საათის შემდეგ არაფერს აღარ ვჭამ. უკიდურეს შემთხვევაში შემიძლია 11 საათზე 0%-იანი ხაჭო მივირთვა. სულ ესაა, რაც რთული ნამდვილად არ არის“.


მასალის გამოყენების პირობები






