თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის განცხადებით, რუსეთს "დაეშთან" ("ისლამური სახელმწიფო") კავშირში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეების დაკავებაში ხელი ეშლებოდა, რადგან ISIS აღნიშნულ პირებს საქართველოში აგზავნიდა. ამის შესახებ კარლოვმა РИА Новости-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის არის, რომ მივიღოთ ინფორმაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქის შესახებ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მივიღოთ ინფორმაცია მის მომავალ ბედზე. ძალიან ხშირად ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილ რუსეთის მოქალაქეებს თურქეთიდან არა რუსეთში არამედ მესამე ქვეყანაში აძევებდნენ, კონკრეტულად, საქართველოში, რომელთანაც რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, ან უკრაინაში, რომელთანაც დაძაბული ურთიერთობა გააჩნია"- განაცხადა კარლოვმა.
ელჩის თქმით, მსგავს შემთხვევებში თურქული მხარე ამბობდა, რომ მესამე ქვეყანაში დეპორტაცია თავად დაკავებულის სურვილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






