რუსული საფრთხე: შვედეთი და ფინეთი რუსეთისგან სამხედრო თავდასხმას არ გამორიცხავს
მსოფლიო - 14:33, 09 Feb, 2016     3750
უკანასკნელ ხანებში შვედი და ფინელი სამხედრო მაღალჩინოსნები რუსული საფრთხის ზრდაზე ალაპარაკდნენ. მათი აზრით, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია თავს დაესხას მათ ქვეყნებს ბალტიის ზღვიდან ან ჩრდილოეთიდან. ამ საფრთხის გამო შვედები და ფინელები მზად არიან გაზარდონ საკუთარი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები და აპირებენ თავისი სამხედროები ადრე დემილიტარიზებულ ზონებში გოტლანდსა და ალანდის კუნძულებზე განალაგონ.

არ გამოირიცხება, ამ ორი, დღეისთვის ნეიტრალური სტატუსის მქონე ქვეყნის NATO-სთან უფრო დაახლოება. როგორც ჩანს ბალტიის ზღვა, რომელიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შორს იყო დაძაბულობის კერებიდან, ახლა კვლავ რუსეთ-დასავლეთის დაპირპირების წინა ხაზად იქცა.

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის 2015 წლის დეკემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკანასკნელ ხანებში 18 ფართომასშტაბიანი სწავლება ჩაატარა, რომელშიც 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ზოგიერთ სწავლებაზე NATO-ს წევრ და მოკავშირე სახელმწიფოებზე საავიაციო ბირთვული დარტყმის მიყენების სიმულაციაც მუშავდებოდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის შვედეთის ტერიტორიაც მოიაზრება. შეტევის სიმულაციისათვის გამოყენებულ იქნა ბომბდამშენები Ту-22М3 გამანაგდურებელ Су-27-ების საფარქვეშ. ეს 2013 წლის ბოლოს მოხდა.

2014 წლის აპრილში, შვედეთმა, ფინეთმა, ნორვეგიამ, დანიამ და ისლანდიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. ეს ზოგადი დოკუმენტია, თუმცა, ორი ნეიტრალური ქვეყნის დაახლოება NATO-ს წევრ ქვეყნებთან ბევრ რამეზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყანაში მზადდება სამხედრო დოკუმენტები, რომლის თანახმადაც შვედეთი და ფინეთი ამცირებენ საერთაშორისო მისიებში საკუთარი ქვედანაყოფების რიცხოვნობას, რადგან მათ წინაშე მდგარი ახალი ამოცანა დგას - სამხედრო მზადყოფნის და ეროვნული თავდაცვითი პოტენციალის ამაღლება, რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის საფრთხის გაზრდის გამო.

საქმე მარტო სწავლებებში არ არის, რუსეთი გაღიზიანებულია ფინეთისა და შვედეთის, ისევე როგორც სერბიისა და მოლდოვას დასავლეთის სამყაროსტან და ევროატლანტიკურ უსაფრთხოების სისტემებთან დაახლოების გამო და შესაბამის ნაბიჯებს დგამს - 2016 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქში სამი ახალი დივიზია ყალიბდება, დამატებით პირველ სატანკო არმიასთან ერთად, რომელიც სწორედ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით არის გადასროლილი.

სამხედროების აზრს პოლიტიკოსებიც იზიარებენ: „ჩემი აზრით, სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ თვით შვედეთმაც, რომელსაც 200 წელია არანაირ სამხედრო ქმედებებში არ მიუღია მონაწილეობა, უნდა გააცნობიეროს რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხე და სერიოზულად უნდა მოემზადოს შესაძლო თავდასხმისათვის,“ - განაცხადა ქვეყნის პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალან ვიდმანმა.

მისი აზრით, გასათვალისწინებელია საქართველოში და უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ასევე ის ფაქტიც, რომ დასავლეთის სანქციები, ნავთობზე ფასების ვარდნა და ეკონომიკური კრახი კიდევ უფრო აგრესიულს ხდის კრემლს.

„მოვა დრო, როდესაც პუტინი პატურ სიტუაციაში აღმოჩნდება. რთულია განსაზღვრო რას მოიმოქმედებს ის - შეეგუება მარცხს, თუ გახდება უკიდურესად აგრესიული. თუ გავითვალისწინებთ მის „ნამსახურებათა ნუსხას“ ბალტიის ქვეყნები მეორე ვარიანტისთვის უნდა ემზადონ. ჩვენ ვერც წარმოვიდგენდით, რომ რუსეთი ყირიმის ანექსიას ასე თავხედურად მოახდენდა,“ - აცხადებს BBC-სთან საუბარში შვედი პარლამენტარი პარლამენტარი.

ორივე ნეიტრალური ქვეყნა, ფინეთიც და შვედეთიც, საკუთარი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის გაზრდასთან და ბალტიის ზღვის კუნძულების მილიტარიზაციასთან ერთად აქტიურად გეგმავს NATO-ს ეგიდით გამართულ სამხედრო სწავლებეში მონაწილეობას. მათ უკვცე მიიღეს ორ სწავლებაში მონაწილეობა 2015 წელს, რამაც რუსეთი საკმაოდ გააღიზიანა.

შვედი პოლიტიკოსების ანალოგიურად, ფინეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სამხედრო მიმართულებით ქვეყნის გაძლიერება გამოწვეულია გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებით და რუსეთის აგრესიული პოლიტიკით.

„რუსეთის პოლიტიკურ არსენალში აბსოლუტურად არ არის ე.წ. „რბილი ძალის“ გამოყენების მეთოდი. ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ის კარგად იყენებს არის უხეში სამხედრო ძალა და მისი დემოსტრირება, ხოლო სხვების დარწმუნება მას მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მეთოდის გამოყენებით შეუძლია,“ - აცხადებენ ფინეთში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42