მოძრაობა "ლაზარე": ხარების დღესასწაულზე თინა ხიდაშელი "იეღოველთა კონგრესს" ატარებს
საზოგადოება - 00:55, 29 Mar, 2013     5153

"ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ "ლაზარეს" პრესცენტრის განცხადების ტექსტს, რომელიც დაახლოებით 23:00 საათზე "ლაზარეს" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა:

 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" განცხადება!

 

მოძრაობა "ლაზარე" საყოველთაო სახალხო განგაშს ტეხს!

 

როგორც დაზუსტებული ინფორმაციით გვაცნობეს, 7 აპრილს- ხარება დღეს, უმრავლესობის დეპუტატისა და პარლამეტის თავმჯდომარის მეუღლის-თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობით, სპორტის სასხლეში "იეღოველთა მსოფლიო კონგრესის" ჩატარება იგეგემებოდა. რამდენადაც მოძრაობა "ლაზარესთვის" ცნობილია- სპორტის სასახლის ადმისტრაცია ეწინააღმდგება ამ ღონისძიების ჩატარებას. ამდენად, მისი ჩატარება მარნეულში გადაწყდა.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე" გამოთქვამს უკიდურეს აღშფოთებას და პროტეტს "რსპუბლიკური პარტიის" ლიდერის, თინა ხიდაშელის მიერ, ამ ინიციატივის გამო. თვლის, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას,( თუნდაც უმრავლესობით მოსულს) არა აქვს უფლება სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიისა და ქართველ ხალხთან შეთანხმების გარეშე მსავსი ღონძიების ორგანიზების დაგეგმვისა. 7 აპრილს- ხარება დღეს ამ ღონისძიების დაგეგმვის მცდელობა კი, სხვა არაფერია, თუ არა "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან კიდევ ერთხელ, საქართველოს ისტორიული და ტრადიციული რელიგიის ხელყოფის მცდელობა; მართლმადიდებელი ქართველი ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი "იეღოვას მოწმეთა სექტის" აღზევების სურვილი!

 

მსგავსი ღონისძიებების დასაფინანსებლად კი, უცხოელი დონორებიც ალბათ მილიონებით დოლარებს გაიღებენ, რათა მერამდენედ სცადონ საქართველოში მართლმადიდებლური ცნობიერების საფუძვლების შერყევა. ვაცხადებთ პროტესტს, რომ უმრავლესობის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არ ნიშნავს "დემოკრატიული ფასეულობების" ერთგულებას! ეს მხოლოდამხოლოდ, ქართული სამოციქულო ეკლესიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ემსახურება!

 

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარეს" პრესცენტრი."

 

"ნიუპოსტი" შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლაზარე", 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წარმოადგენს მოქალაქეთა აპოლიტიკურ, არაკომერციულ გაერთიანებას, რომელშიც გაერთიანებულნი არიან საზოგადოების კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების ღვაწლმოსილი წარმომადგენლები.

 

მოძრაობა ,,ლაზარეს" მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგი და მათი ანალიზი, ქვეყანაში საზოგადოებრივი სექტორის გააქტიურების გზით მონიტორინგის გაწევა საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სამართლებრივ ფორმირებასა და მის თანმიმდევრულად განხორციელებაზე. მოძრაობა ასევე, ახორციელებს მონიტორინგს ხელისუფლების საქმიანობაზე.

 

ლაშა ბერულავა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42