,,გია ხუხაშვილს მე აღარასოდეს ჩავწერ. ის ექსპერტი კი არა, უზრდელი და უკულტურო ადამიანია!", - ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ ნინო გომართელის მეგობრები დეტალებით დაინტერესდნენ, რის შემდეგაც ჟურნალისტმა კომენტარში დაწერა:
"არ მოეწონა, რომ ვკითხე საიდან მოიპოვა გრიგოლ ვაშაძის წერილი. ის გაბრაზდა და გადაწყვიტა წაეკითხა ჩემთვის ლექცია თემაზე - მნიშვნელოვანია წერილის შინაარსი თუ მოპოვების გზა (მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძე პროკურატურას მიმართავს გამოძიების თხოვნით). ამ ფონზე, როდესაც ჩემი და მისი მოსაზრებები არ დაემთხვა და თავი არ დავხარე მორჩილად - როგორც შენ იტყვითქო, მან მიწოდა - დეგრადირებული, გაუნათლებელი, სააკაშვილის რეჟიმის სტილის მიმდევარი, "გაღმა გასული", ადამიანი, რომელსაც აღარაფერი ეშველება, ისევე როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს და ა..შ..."- წერს ჟურნალისტი.
ლაშა ბერულავა
მასალის გამოყენების პირობები






