ყოველი სასწავლებელი უნდა ხელმძღვანელობდეს სულიერი სიმაღლით - ილია მეორე
რელიგია - 13:32, 08 Feb, 2016     2060
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიონის მიძინების ტაძარში დავით აღმაშენებლის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა.
პატრიარქის თქმით, " დიდგორის ომი თითქოს არ დამთავრებულა და სიმბოლო არის საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა".

"წმინდა დავით აღმაშენებელი თითქოს გახდა სიმბოლო საქართველოსთვის. მისი თავდადებული მოღვაწეობა მაგალითია ჩვენთვის. 16 წლის ჭაბუკს დაადგეს უმძიმესი გვირგვინი მეფობისა და მან გამოიჩინა საოცარი სიბრძნე, ანალიტიკური აზროვნება, წინდახედული გეგმები. დიდგორის ომი თითქოს არ დამთავრებულა და სიმბოლო არის საქართველოს ბრძოლისა და გამარჯვებისა. წმინდა დავით აღმაშენებელს საოცარი გონება გააჩნდა. იგი აღზრდილი იყო სასულიერო პირის მიერ. პატრიარქის განცხადებით, ჩვენთვის ეს დღესასწაული განსაკუთრებულია იმითაც, რომ ამ დღეს ეკურთხა ჩვენი "ალმა მატერი" სახელმწიფო უნივერსიტეტი. მრავალმა სასულიერო პირმა დაამთავრა ეს სასწავლებელი. დავით აღმაშენებელის სიტყვები, როცა გელათის აკადემია დაარსდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი ათენი და მეორე იერუსალიმი თავისი მეცნიერებითა და სულიერებით, ეს თითქოს გადმოვიდა ჩვენს სასწავლებლებზე და ყოველი სასწავლებელი უნდა ხელმძღვანელობდეს ამ გეგმით, სულიერი სიმაღლით", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას. ტაძარში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა და სხვა პირები.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42