საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:37, 08 Feb, 2016     1321
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ელჩთან იენჩი ძისთან საქართველო-ჩინეთს შორის ერთობლივი საინვესტიციო პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

ჩინელმა დიპლომატმა საქართველო-ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მისი განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან და ევროპის ბაზართან დაახლოებას ჩინეთი დიდი ინტერესით განიხილავს. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ურთიერთმხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს.

"ამჟამად, ჩინეთის ეკონომიკა მეორე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო პირველი ადგილი უჭირავს სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლით. ქვეყნის მშპ 10 ტრილიონ, ხოლო შიდა სავაჭრო ბრუნვა - 4.3 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. ჩინეთის განვითარების სწრაფი ტემპები დიდ როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლებაში. ამავდროულად, ჩინეთი აქტიურად ეძებს საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობის ახალ გზებს. ჩინეთ- საქართველოს შორის დაწყებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მიზანი პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და ერების ერთმანეთთან დაახლოებაა", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

საქართველო-ჩინეთს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში დიდი წვლილის შეტანის გამო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სამი წელი საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. გასულ წელს კი „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის“ წევრი ქვეყნების მიერ "აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელის" პროექტში PABSEC სპეციალურ წარმომადგენლად აირჩიეს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთის ელჩს იენჩი ძის პირისპირ ჩინური ახალი წლის „გაზაფხულის ფესტივალის“ სადღესასწაულო მიღებაზე შეხვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42