აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან უკვე მეორე დღეა, გრძელდება. როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილე ერთერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა.
დღემდე აქციაში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მონაწილეობდნენ, საღამოს საათებიდან კი მათ 1989 წლის 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები უსინათლოებიც შეუერთდნენ, რომლებსაც საცხოვრებელი იძულებით, ბოლო პერიოდში დაატოვებინეს. სოციალურად დაუცველებიც და უსინათლოებიც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასა და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ დაიშლებიან.
აქციის მონაწილეებთან ამ დრომდე არ გამოჩენილა საქართველოს პრემიერმინისტრი. დაახლოებით ერთი საათის წინ ადგილზე მივიდა რამდენიმე ოფიციალური პირი, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათთან მოლაპარაკება არ ისურვეს.
მასალის გამოყენების პირობები






