ერდოღანმა ომისთვის თურქეთის მზადყოფნის შესახებ განაცხადა
მსოფლიო - 01:32, 08 Feb, 2016     7633
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები მზად არიან სირიაში მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის. შესაბამისი განცხადება რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.

ერდოღანმა აგრეთვე წუხილით აღნიშნა, რომ 2003 წელს აშშ-ს ერაყში შეჭრის დროს თურქეთი მას უნდა შეერთებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,ბლუმბერგი“ ავრცელებს.

,,ასეთ საკითხებს კი არ იხილავენ, არამედ საჭიროების შემთხვევაში აკეთებენ იმას, რაც აუცილებელია. ამ დროისთვის თურქეთის უსაფრთხოების ძალები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის“ - განაცხადა ერდოღანმა. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთმა არ უნდა გაიმეოროს 2003 წლის შეცდომა, როცა უარი უთხრა აშშ-ს სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ომში ჩაბმაზე. ,,ჩვენ არ გვსურს დავუშვათ იგივე შეცდომა, რაც ერაყში“ - დასძინა მან და შეახსენა დამსწრეებს, თუ როგორ უარყო თურქეთის პარლამენტმა 2003 წელს ამერიკის წინადადება.

ამ დროისთვის სირიაში ომისთვის მზადყოფნა ოფიციალურად დაადასტურა საუდის არაბეთმა, ემირატებმა და ბაჰრეინმა. თუმცა, კეთდება ხაზგასმა, რომ სახმელეთო ოპერაციები დაიწყება მხოლოდ აშშ-ს მხარდჭერის შემთხვევაში.

ერდოღანი აგრეთვე შეეხო რუსეთის განცხადებას იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომ ანკარა ემზადება სირიაში სამხედრო შეჭრისთვის. მისი სიტყვებით, სირიაში რუსეთის შეიჭრა და ის იქ უკვე აწარმოებს საომარ მოქმედებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42