ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული: "ეს ვერსია ნოდარ გვიჩიანმა შეთხზა"
სამართალი - 20:51, 28 Mar, 2013     1689

 

ამის თაობაზე გიორგი გვიჩიანმა ტელეკომპანია ,,იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა:

 

"რაც შეეხება ნოდარ გვიჩიანს, ის მხოლოდ ჩემი მოგვარეა. არ ვიცნობდი ნოდარ გვიჩიანს, ერთხელ შემხვდა ქუჩაში, თუ ამას ნაცნობობა ჰქვია, კი ბატონო. ნოდარ გვიჩიანი დააპატიმრეს სუბოტექსის გასაღების ფაქტზე, მერვე დაპატიმრება იყო და უვადო პატიმრობა ელოდა, სანამ იჯდა საკანში შეთხზა ეს ისტორია, მე დამაკავშირა მკვლელობასთან და ამით საპროცესო შეთანხმებას მიაღწია."-აცხადებს გვიჩიანი ტელეკომპანია ,,იმედთან" ექსკლუზიურ ინტევიუში.

 

გვიჩიანი აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის და საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. ,,ადეიშვილის პროკურორობის დროს სიმართლის დამტკიცება შეუძლებელი იყო, საქმის გადახედვას ვითხოვ", - ამბობს ის.

 

უდანაშაულობის დამტკიცების იმედი მის ადვოკატებსაც აქვთ. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ მოწმეთა ჩვენებებში მთელი რიგი შეცდომებია აღმოჩენილი. კონკრეტულად კი, სადაც ნოდარ გვიჩიანი, მოკლულის თვალთავლს იხსენებს, დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ბრალდებულები საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, როგორც ნიკალაიშვილი აცხადებს. ექსპერტიზის დასკვნა, კიდევ ერთი ახალი დეტალია საქმეში.

 

რაც შეეხება თავად მოკლულის ოჯახის პოზიციას, ნიკა ლომინაძის მამას ნოდარ ლომინაძეს ნოდარ გვიჩიანის ჩვენებების სჯერა, თუმცა წინააღმდეგი არ არის, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

 

მკვლელობა, რომლის ორგანიზებაშიც გიორგი გვიჩიანს ედება ბრალი, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა. "ეი-ეს-თელასის" ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე საკუთარ ბინაში, ბახტრიონის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული და ხელფეხშეკრული იპოვეს. 2006 წელს, მკვლელობის გახსნილად გამოცხადების შემდეგ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ხუთი პირი: "ეი–ეს–თელასის" ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთს და მკვლელობის შემსრულებლებს შორის, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერხელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი, როგორც მკვლელობის უშუალო შემსრულებლები.

 

გიორგი გვიჩიანის დაპატიმრებას, შემდგომ კი მის გასამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით საფუძვლად დაედო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, ნოდარ გვიჩიანის მამხილებელი ჩვენება მკვლელობის შემკვეთის შესახებ, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელს, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე სხვა დანაშაულები, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სრულიად გათავისუფლდა სასჯელისაგან.

 

გვიჩიანმა და ჩემიამ დანაშაული არ აღიარეს და ისინი ამ დრომდე უვადო პატიმრობაში იმყოფებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42