მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა 1989 წელს საბჭოთა კავშირში მოხდა
ეს საინტერესოა - 15:49, 07 Feb, 2016     5829



სარკინიგზო კატასტროფა, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არასდროს მომხდარა საბჭოთა კავშირში, 1989 წელს 4 ივნისის ღამით, ბაშკირეთის ტერიტორიაზე მოხდა. ნოვოსიბირსკიდან მომავალი სწრაფი მატარებელი N211 იგვიანებდა. მისი შემხვედრი მიმართულებით მოძრაობდა მატარებელი N212 ადლერი-ნოვოსიბირსკი. ორივე მატარებელში 1284 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას ადგილზე 575 (ზოგიერთი მონაცემით - 657) ადამიანი ემსხვერპლა. დანარჩენმა მგზავრებმა მძიმე დამწვრობა და დაზიანებები მიიღეს. სულ ორივე მატარებლიდან გადარჩა 52 ადამიანი.

კატასტროფამდე 3 საათით ადრე სარკინიგზო მაგისტრალთან ახლოს მდებარე გაზსადენზე გაზის წნევა დაეცა. იმის ნაცვლად, რომ შესაბამის ორგანოებს გაერკვით წნევის დაცემის მიზეზი, მათ წნევა ხელოვნურად გაზარდეს, რის გამოიც გაზსადენი გასკდა და მასზე 2 მეტრიანი ბზარი გაჩნდა. შედეგად გაზსადენიდან გაჟონა პროპანმა, ბუტანმა და სხვა ადვიალ აალებადმა ნივთიერებებმა გაჟონეს. აირის ეს მასა რკინიგზის მაგისტრალთან დაბლობზე გაეფინა და ე.წ. აირის ტბა წარმოიშვა. მაგისტრალზე რამდენიმე საათით გავლილი მატარებლიდან დისპეჩერს ძლიერი აირის სუნის შესახებ აცნობეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არავინ მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ გაზსადენზე პატარა ბზარი 4 წლის წინ 1985 წელს გაჩნდა და სავარაუდოდ თხევადმა აირმა საგრძნობლად გაჟონა მიწაში.

ერთმანეთის გვერდით გავლის დროს მატარებლებმა დაამუხრუჭეს და შედეგად წარმოშობილმა ნაპერწკალმა აირის აალება და მძლავრი აფეთქება გამოიწვია. გამოთვლების თანახმად, აფეთქების სიმძლავრე ჰიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა. აფეთქების შედეგად ცაიმსხვა 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ აშას საცხოვრებელი სახლების შუშები. ცეცხლის სვეტი 100 კმ რადიუსში ჩანდა. აფეთქდა 550 მ. სარკინიგზო მაგისტრალი. 17 კმ ელეტროსადენი. ხანძარმა 250 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ცეცხლის ალის ფრონტი 1500 - 2000 მეტრზე ვრცელდებოიდა.

კატასტროფის შემდეგ პასუხისგებაში მისცეს სარკინიგზო და გაზსადენის ადმინისტრაცია, თუმცა ისინი მალე ამინისტიით გამოუშვეს - ეს პიროვნებები სსრკ სახელმწიფო ორდენებით იყვნენ დაჯილოებული და მათი დასჯა მსუბუქი სახით მოხდა. საბჭოეთმა თავის ტრადიციას არ უღალატა და დაისაჯნენ ე.წ. "მეისრეები" - 7 ადამიანი, რომელთაც უმნიშვნელო თანამდებობა ეკავათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42