მანამდე საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თამჯდომარემ, აღნიშნულ თემაზე საგანგებო განცხადება გააკეთა.
დაკითხვაზე მყოფმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ცენტრი დატოვა. იგი დაკითხვაზე ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია და ჯერჯერობით უცნობია რა საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა იგი.
დაკითხვაზე დაბარებული ხვიჩა სანაია კი აღნიშნავს, რომ იგი დაკითხვაზე უკვე მეშვიდედ არის დაბარებული, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იცის რატომ არის მისი დაკითხვა აუცილებელი. სანაიას თქმით, ყველა საკრებულო სხდომის წინ, მას ფინანსურ პოლიციაში იბარებენ.
"ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, უფრო კონკრეტულად ამ დევნის ერთ-ერთი ფრაგმენტი. ეს დევნა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა მას შემდგომ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დააანონსა 19 აპრილის მიტინგი. დღეისათვის დაბარებულია სამი ადამიანი, შემიძლია ვთქვა, რომ თვის ბოლოს ჩანიშნულია საკრებულოს სხდომები, მსგავსი ქმედებები კი ამ ყოველივეს ხელის შესაშლელად ხორციელდება", - აღნიშნავს კოკი იონათამიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






