"ყველა დიდ გამოგონებაში 1 პროცენტი შთაგონებაა, ხოლო 99 პროცენტი - შრომა, ოფლი", - ეს სიტყვები ცნობილ ამერიკელ გამომგონებელს თომას ედისონს ეკუთვნის.
ამ პრინციპით იხელმძღვანელეს 19 წლის სანდრო მძინარაშვილმა და 21 წლის გოგა ნადირაშვილმა.
ეს ორი ახალგაზრდა სოცილური ქსელების ქართველ მოყვარულებს სრულიად ახალ, რაც მთავარია ქართულ სოციალურ აპლიკაციას სთავაზობს.
Closer – ასე ქვია ახალ სოციალურ ქსელს, რომელიც 2014 წლის მაისში ჩაეშვა, თუმცა ახალგაზრდებმა მათივე გამოგონების პოპულარიზაცია 2 წლის შემდეგ გადაწყვიტეს.
სანამ გოგა და სანდრო მათი გამოგონების შესახებ მიმდინარე წლის 12 თებერვალს ჭავჭავაძის პირველ ნომერში ფართო საზოგადოების წინაშე ისაუბრებენ, „ნიუპოსტი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ორ მეგობართან, რომლებსაც აქვთ ამბიცია საქართველოში ყველაზე პოპულარული ქსელები Closer - ით ჩაანაცვლონ და მათ ღირსეული კონკურენცია გაუწიონ.

გოგა ნადირაშვილმა და სანდრო მძინარაშვილმა მომხმარებელთა არც თუ ისე მცირე ნაწილში უკვე მოიპოვეს წარმატება.
რა არის Closer - ი და რა გეგმები აქვთ ბიჭებს - ამას მხოლოდ ჩვენ საიტზე გაიგებთ.
რა არის Closer - ი და რას სთავაზობენ მისი შემქმნელები მომხმარებლებს?
გოგა ნადირაშვილი: Closer - ი არის პირველი ქართული აპლიკაცია, BETA 1 ვერსია შექმნილი გვქონდა ჯერ კიდევ 2014 წელს, იმავე წლის მაისში დაიწყო ტესტირება . თავიდან ჩაფიარებული იყო, სოციალურ ქსელში მხოლოდ ფოტოებისა და პოსტების დამატება. ავტორიზაცია და მისი გაუქმება. ამ დროის განმავლობაში მე და გოგა აქტიურად ვფიქრობდით, როგორ უნდა გამხდარიყო Closer - ი ბევრად უფრო თანამედროვე, ფუქციური და მიმზიდველი.
-რა არის Closer - ის მთავარი უპირატესობა?

სანდრო მძინარაშვილი: ეს არის დამოუკიდებლად ნაფიქრი, მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. Closer -ი არის სრულიად ქართული პროდუქტი. სხვა სოციალური ქსელებიდან გადმოტანილია მხოლიდ 30 % ფუნქციების 70 % ჩვენ თვითონ მოვიფიქრეთ. ჩვენთან რეგისტრაცია ძალიან მარტვია, გვინდა მაქსიმალურად გაუმარტივდეს მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა. ჩვენ დამატებით ველებს არ ვთავაზობთ, რაც ხშირ შემთხვევაში სხვა სოციალურ ქსელებში აუცილებელი წინაპირობაა. მაგალითად: დაბადების თარიღის ნაცვლად, ჩავდეთ ზოდიაქოს ნიშნები. ანუ ადამიანები ერთმანეთს დაბადების თარიღის ნაცვლად, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით იპოვიან. რეგისტრაციის ველში ჩვენ დავამატეთ ველი - „თქვენი განწყობა“ და ბლოგის ტიპი - „თქვენი ხასიათი“ რომელიც თავისი შინარსიით ბლოგის ტიპია. ჩვენთან ხმოვანი მესიჯის განთავსებაც იქნება შესაძლებელი.
Closer VS facebook

სანდრო მძინარაშვილი: მე პირადად facebook - ის აქტიური მომხმარებელი არ ვარ. ამ სოციალურ ქსელს, მათ შორის instangram - ს არავითარი კავშირი არ აქვს, Closer -ს არავითარი შეხება არ აქვს გიგანტ ქსელებთან. ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ის რომ Closer - ი ერთი მიმართულებით მიდის, ემსახურება ციტატების გაზიარებას - ემსხაურება ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამომჟღვნებას. Facebook - ზე ყელამ იცის ვინ ხარ შენ, მაგრამ არავინ იცის როგორი ხარ, Closer ის შემთხვევაში არავინ არ იცის ვინ ხარ შენ, დაფარული ხარ მაგრამ ყველამ იცის რეალურად რას გრძნობ შენ.
გოგა ნადირაშვილი: facebook - ზე რომ დაწერო რომ ცუდად ხარ და შენი სულიერი მდგომარეობის შესახებ ციტატით ისაუბრო იქ დაწიყება საჯარო ქილიკი. თუ ცნობილი ადამიანი ხარ, ყვითელი გამოცემები ამ შენ გრძნობას აქცევენ სკანდალურ მასალად. ჩვენი მიზანია არსებობდეს ქართული სოციალური ქსელი, ადამიანებს მიეცეთ საშუალება იყვნენ გულწრფელები თავის ემოციებში.

Closer – „შენ მარტო არ ხარ“.
სანდრო მძინარაშვილი: ხშირად ხდება როცა გოგოები შეყვარებულს შორდებიან ერთგვარი დეპრესია აქვვთ, შემოდიან Closer - ზე და ხვდებიან რომ მარტო არ არიან. ხედავ ისეთი ადამიანების პოსტებს, რომლრბიც შენს მდგომარეობაში არიან. პლუს ნახულობ ფოტოებს რომელიც გამშვიდებს.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






