საგარეჯოელმა ქალმა პოლიციელები სცემა და დამატებითი ეკიპაჟი გამოიძახეს (ვიდეო)
საზოგადოება - 16:59, 28 Mar, 2013     11689

 

გილიგაშვილების ოჯახში ყვებიან, რომ საგარეჯოდან შვილიშვილის სანახავად ჩასული ბებიის რისხვას ძლივს გადაურჩნენ. მას შემდეგ, რაც მოხუც ქალბატონს პატარა შვილიშვილი სახლში არ დახვდა, ოჯახის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 
თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ქალბატონი მთვრალი იყო:

 

"სამოცდაათი წლის ქალია და ხუთი ქალი ცემა. ისეთი წიხლი ჰკრა პოლიციელს რომ კედელს მიანარცხა. პოლიცია რომ ვერაფერს გახდა, წავიდნენ და ფსიქოლოგი მოიყვანეს", - აღნიშნავს თითმხილველი.

 

მოხუცის დამშვიდება მეზობლებმაც სცადეს, მაგრამ მათ ქალბატონმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სხეულზე დაზიანებები მიიღეს.

 

ერთერთი თვითმხილველი აღნიშნავს: "მე ვერ მცემა, მაგრად დავუდექი და იმიტომ, მე არ ვიცი ეგ რა ქალი იყო, თუ საქართველოს კიდევ ჰყავს ეგეთი ქალები... ლიანას მკლავში ესროლა "კრუშკა", მარინეს ჰკრა ხელი და კდელზე მიანარცხა, მეზობელს რომ არ დაეჭირა კიბეს დაარტყამდა თავს და ეს ქალი დღეს მკვდარი იქნებოდა".

 

ოჯახში კამათი ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ქალბატონის დამშვიდება რომ ვერ მოხერხდა, პატრულმა დამატებითი ეკიპაჟი გამოიძახა. 
როგორც მედიცინის წარმომადგენლები იუწყებიან, ქალბატონები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფსქიური აშლილობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ იგი არ არის შეურაცხადი.

 

გურჯაანის პოლიციის უფროსი აღნიშნავს, რომ მოხუც ქალბატონს გაფრთხილება მისცეს.

 

წლებია, ბებია ცოლ-ქმარს მშობლის სტატუსის ჩამორთმევით ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები შეზღუდული შესაძლებლობისანი არიან, სასამართლომ ბავშვის აღზრდა მათ დააკისრა. მშობლები ამბობენ, რომ ამ ინცინდენტის შემდეგ, ბებიას შვილიშვილის ნახვის უფლებასაც აღარ მისცემენ.

 

შენიშვნა: წერილს თან ერთვის ტელეკომპანია "გურჯაანის" მიერ მომზადებული სიუჟეტი მომხდართან დაკავშირებით

 







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42