"სამართალდამცავთა ლიგის" განცხადებით, შემთხვევა 27 მარტს ზუგდიდში, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა, როცა სოხუმისა და წერეთლის ქუჩის გადაკვეთაზე მომხდარ დანაშაულს ყოფილი პოლიციელები შეესწრნენ:
წინასწარი ინფორმაციით, ლევან.კ-მ თენგიზ მ.-ს შელაპარაკების შემდეგ რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიმალვას აპირებდა, თუმცა ყოფილმა პატრულ-ინსპექტორებმა დააკავეს. ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ ერთმა ყოფილმა პოლიციელმა საპატრულო პოლიციაში დარეკა, მეორე კი სასწრაფო დახმარებას დაუკავშირდა, რის შემდეგაც სამედიცინო ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, ეჭვმიტანილი კი პოლიციამ ჩაიბარა.
დანაშაული "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" თანამშრომლებმა დავით ყოლბაიამ და ზურაბ სოსელიამ გახსნეს.
დავით ყოლბაია და ზურაბ სოსელია შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2012 წლის 30 ნოემბერს გაათავისუფლეს, ყოფილი პატრულ ინსპექტორებისთვის კოლეგებისგან ცნობილია, რომ მათი ორგანოდან დათხოვნა, არჩევნების შემდეგ კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მომავალი გამგებლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას უკავშირდება.
ხვალ, 13 საათზე დავით ყოლბაია და ზურაბ სოსელია თბილისში, კოსტავას 44-ში, "სამართალდამცავთა ლიგის" ოფისში ბრიფინგს ჩაატარებენ, სადაც სკანდალურ ვიდეომასალასაც წარმოადგენენ. ანონსი და ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ "სამართალდამცავთა ლიგამ" გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






