„გალტ & თაგარტმა“ საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:58, 05 Feb, 2016     1462
სს „გალტ & თაგარტის“ („გალტ & თაგარტი“) მიერ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ გამოქვეყნებული კვლევა მოიცავს ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენელთათვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს. კვლევაში დეტალურად არის მიმოხილული ჯანდაცვის სექტორის განვითარების ეტაპები და სახელმწიფოს პოლიტიკა აღნიშნულ სექტორთან მიმართებაში. კვლევა მოიცავს თურქეთისა და მექსიკის მაგალითებს, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს ჯანდაცვის სექტორის რეფორმები. კვლევაში საუბარია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორებიცაა ასაკოვანი მოსახლეობის ზრდა, ქრონიკული დაავადებები და მათთან გამკლავება. კვლევის მიხედვით, საკმარისი ინვესტიცია ტექნოლოგიებში ხსენებულ სექტორში დანახარჯების ზრდის შენელებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევა. კვლევა მიმოიხილავს საავადმყოფოების დღევანდელ მდგომარეობას.

„გალტ & თაგარტის“ მიერ მომზადებული ჯანდაცვის სექტორის კვლევა ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო კონსულტანტს დაეხმარება საფუძვლიანი ანალიზისა და სტრატეგიის შემუშავებაში. ის საინტერესო იქნება პოტენციური ინვესტორებისთვის, საერთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ყველასთვის, ვისაც სურს გაეცნოს ჯანდაცვის სექტორის სრულ და პროფესიონალურ ანალიზს.

„გალტ & თაგარტის“ სექტორული კვლევები ქვეყნდება ეკონომიკური პრიორიტეტებისა და სექტორების საინვესტიციო პოტენციალის მიხედვით. ჯანდაცვის სექტორის შემდეგი კვლევა ამ წლის ზაფხულში გამოქვეყნდება. უახლოეს მომავალში იგეგმება ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორული კვლევების გამოქვეყნება. „გალტ & თაგარტი“ ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციების მართვის მომსახურების სფეროში. მას აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშაობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით. „გალტ & თაგარტი“ მუდმივად აკვირდება საქართველოში წამყვან ეკონომიკურ სექტორებს და ყველა დაინტერესებული პირისთვის ქმნის სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, მათ შორის საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკების ყოველკვირეულ მიმოხილვას; ფასიანი ქაღალდებისა და ობლიგაციების ბაზრების მიმოხილვას; მოცულობით ანგარიშებს ინვესტორებისთვის საინტერესო სექტორებზე.

ჯანდაცვის სექტორის კვლევა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.gt.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42