და განაცხადა, რომ მანქანამ, რომლითაც საიას თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ მოძრაობის წესები არ დაიცა და სწორედ ამიტომ დაჯარიმდა ორასი ლარით. ალკოტესტმა კი აჩვენა, რომ მანქანის მძღოლი როინ ფარტერაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.
სხვადასხვაგვარი შეფასებები მოჰყვა ამ ფაქტს ვალერი თელიასა და როინ ფარტერაძეს მხრიდან.
ვალერი თელია საიას თანამშრომლისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ საიას მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია და შექმნა ავარიული სიტუაცია.
ხოლო როგორც საის თანამშრომელი ფარტერაძე აცხადებს, მასსა და თელიას შორის შელაპარაკება მოხდა.
„ვილაპარაკეთ ისე უბრალოდ, სპორის დონეზე და როდესაც მიდიოდა ბიჩოკი მესროლა და თელაია ვარ და შენ არ იცი ვის ელაპარაკებიო მომაყვირა. მე ვუთხარი, რომ სულ არ მაინტერესებს ვის ველაპარაკები თქო, მოქალაქე ხარ შენს და მეც თქო .ხოდა ამის შემდეგ მომქაჩა კოფტაზე, მომახია აგერ კოფტა და დამემუქრა შენ ნახე რას გიზამო“.- განაცხადა ფარტერაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






